შვეიცარია VS საქართველო - რა შეუძლია ჩვენს ნაკრებს?

AutoSharing Option
დღეს, 15 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45-ზე, საქართველოს ნაკრები შვეიცარიას დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" განახორციელებს.

შეხვედრა ქალაქ სენტ-გალენის 19 694-იან სტადიონზე გაიმართება, სადაც ყველა ბილეთი გაყიდულია და ანშლაგს ელოდებიან.

შვეიცარიის ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილზე 11 ქულით იმყოფება. მათ საქართველოს ნაკრებთან წარმატების ვერმიღწევის შემთხვევაში შეიძლება ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი დაკარგონ. ისე, სხვისი საქმის გაფუჭება ხშირად გვჩვევია...

საქართველოს ნაკრებს კი ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ დარჩა. ჩვენი გუნდი მეოთხე ადგილზე იმყოფება და მინიმალურია შანსი იმისა, რომ მესამე ადგილი მოიპოვოს.

ჯგუფურ
ეტაპზე შვეიცარიასთან პირველი მატჩი თბილისში 0:2 დავთმეთ. მაშინ გოლები მეორე ტაიმში სტივენ ზუბერისაგან და დენის ზაკარიასგან მივიღეთ.

როგორი იქნება ჩვენი შემადგენლობა?

წინა შეხვედრისგან განსხვავებით, ნაკრებში ბევრი ცვლილებაა. მაგალითად, არ იქნებიან: ჯიმი ტაბიძე, ჯანო ანანიძე, საბა კვირკველია, საბა ლობჟანიძე, ნიკა კაჭარავა, ვატო არველაძე, ვახტანგ ჭანტურიშვილი, ლევან ხარაბაძე, ლაშა პარუნაშვილი.

მეკარეებს, განსაკუთრებული შემთხვევის გარდა, არ ცვლიან, გიორგი ლორია კი შესანიშნავ ფორმაშია და სლოვაკი კვლავ მას გამოუცხადებს ნდობას.

დაცვაში ცვლილებები იქნება. შვეიცარელთა წინააღმდეგ, დიდი ალბათობით, ოთარ კაკაბაძის, გურამ კაშიას, გია გრიგალავას და გიორგი ნავალოვსკის ოთხეული გაირჯება. მათგან ყველაზე სარისკო პოზიცია დაცვის მარცხენა ფლანგი იქნება.

საყრდენ ზონაში კარგი ასპარეზობიდან გამომდინარე, კვლავ ჯაბა კანკავა - ოთარ კიტეიშვილის წყვილი იქნება.

რაც შეეხება შეტევას, წინასწარვე ცნობილია, რომ ვაკო ყაზაიშვილი ძირითად შემადგენლობაში იქნება. უბრალოდ, უცნობია, რა პოზიციას დაიკავებს. ფლანგზე ვაისი კიდევ მისცემს შანსს ზურიკო დავითაშვილს, რომელიც კარგ ფორმაშია. აი, მთავარი კითხვა იქნება - ვინ შეუწყვილდება დავითაშვილს?

მთავარი სიურპრიზი თავდასხმაში გველის. სლოვაკის პრესკონფერენციიდან გამომდინარე, გიორგი ქვილითაიას ძირითად შემადგენლობაში არ უნდა ველოდოთ. ნაკლებად სავარაუდოა, ვაისმა ბაჩანა არაბული ათამაშოს. ჩვენი პროგნოზით, კვლავ ელგუჯა ლობჯანიძეს მიეცემა შანსი. თუ რამდენად გამართლებული იქნება, ამას შეხვედრა გვაჩვენებს.

მეტოქე

ურთიერთშეხვედრებში მეტოქესთან უარყოფითი ბალანსი გვაქვს. პირველად 2002 წელს დავუპირისპირდით და სტუმრად 1:4 დავმარცხდით; 2003 წელს თბილისში მივიღეთ და ფრედ, 0:0 ვეთამაშეთ; ბოლო შეხვედრა, როგორც მოგახსენეთ, ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიმართა და 0:2 წავაგეთ.

შვეიცარიელთა ნაკრები ფიფას რეიტინგში მეცამეტე ადგილზე იმყოფება, "ტრანსფერმარკეტი" კი მას 275 მილიონად აფასებს.

შვეიცარიის ნაკრებს ძალიან დიდი დანაკლისი აქვს, მაგრამ როგორც ვაისმა პრესკონფერენციაზე თქვა, მათ სრულყოფილი შემცვლელები მაინც ჰყავთ, ჩვენგან განსხვავებით. მეტოქეს ვერ დაეხმარებიან: ტიმ კლოზე, შერდან შაჩირი, სტივენ ცუბერი, ფაბიან შარი, ბრეელ ემბოლო, ადმირ მეჰმედი, იროზიპ დრმიჩი და მარიო გავრანოვიჩი.

შვეიცარიელები წერდნენ, რომ ვლადიმირ პეტკოვიჩი 5-მცველიან ტაქტიკას აირჩევდა, თუმცა პეტკოვიჩმა ეს პრესკონფერენციაზე უარყო და საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრა: "ხუთი მცველით ნამდვილად არ ვითამაშებთ, ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხუთმცველიანი ტაქტიკა არ მომწონს. როცა საჭიროა, ექვსი მცველითაც უნდა ითამაშო.

სტუმრად გამართული მატჩის წინაც ვამბობდი, რომ საქართველოს ნაკრები სუსტი არ არის. ჩვენი მეტოქე საკმაოდ სახიფათოა კონტრშეტევებზე. თბილისური მატჩის წინ ჩვენთან ბევრი ფიქრობდა, რომ ადვილად მოვიგებდით, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რომ ასე არ იყო. ეს არ არის ისეთი გუნდი, რომელსაც ადვილად მოუგებ.

მათ დანიასთან და ირლანდიასთან ქულები მოიპოვეს. ადვილი მატჩები არ არსებობს, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ორივე თამაშის მოგება გვინდა და საქართველოსთან 120%-ით უნდა დავიხარჯოთ".

მოლოდინი

ჩვენთვის ეს შეხვედრა ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მოსამზადებელ ეტაპს უფრო წარმოადგენს და სულ სხვა მიდგომა სჭირდება. გუშინ, კოსოვოს ჩეხეთთან მარცხის შემდეგ გაირკვა, რომ ჩვენ აუცილებლად ბელორუსს შევხვდებით.

ვლადიმირ ვაისმა სასურველია, მაქსიმალურად ბევრ ექსპერიმენტს მიმართოს, თუმცა, თუ ის ამ შეხვედრაშიც - ამ შემადგენლობით ფრის მიღწევას შეძლებს, მისგან ნამდვილად სერიოზული განაცხადი იქნება.

altშვეიცარია საქართველოს ნაკრებთან 5 ნომინალური მცველით ითამაშებს - შემადგენლობა თითქმის ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 14 /
ბევრი ვიფიქრე და სამი ვარიანტია:
ჭუმიკა
15 ნოემბერი 2019 22:54
0
ამ 2 თამაში შვეიცარია 4 ქულითაც გადის და არაა გამორიცხული ფრე ვეთამაშოთ, ზედმეტად არ გარისკავს შვეიცარია და თან არცაა გერმანია და საფრანგეთი პლუს დიდი დანაკლისითაა
გოგა
15 ნოემბერი 2019 22:40
0
რა ღადაობაა, ყველა თამაშის წინ მაინც ასე იმედიანად რო ვართ
რა მაფიაა?
15 ნოემბერი 2019 19:33
1
აუცილებლად გავიმარჯვებთ! მჯერა რომ ტრანსფერმარკეტზე მიკერძოებული სტატისტიკოსები ნავარდობენ. ჩვენი ₾17 მილიონი უფრო მეტია ვიდრე მათი $275 მილიონი. დღეს შვეიცარული საათიდან ზამბარები და ჭანჭიკები ამოცვივდება!
ტიტულოვანი ტუტუცი
15 ნოემბერი 2019 16:30
12
xo cheizleba am vaiss vinmem utxras ro budu zivzivzdze atamachos, ra vato, da ra lobjanize, budus arc chevadareb, kaci titkmis kvela tamachchi gols itans, zlieri tavdamsxmelia, aset tamachchi mainc gamoizaxos chventvis ro azri araak, buduze magari tavdamsxmeli sakartvelos nakrebchi araa dgesdgeobit, tu martali arvar damisaxelet romeli jobia budus tavdasxmachi.
KUTAISELI
15 ნოემბერი 2019 16:24
0
არ მჯერა რო მეტი არ შეუძლიათ. ალბათ თავს იმკვდარუნებენ
შოკირებული გულშემატკივარი
15 ნოემბერი 2019 15:43
2
უნდა ვიბრძოლოთ და რაც გამოგვივა ის გამოვა,დღესდღეობით შვეიცარია უფრო ძლიერი გუნდია ვიდრე საქართველო.ღმერთის წყალობით
დავიდუსი
15 ნოემბერი 2019 15:24
0
გაიღვიძე ვაის, შე კურდღელო?))) შენი შემტევი ფეხბურთი არ გაიშვა, შენი))))))
კურდღელი ვაისი
15 ნოემბერი 2019 15:18
8
სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში უსაფუძვლო ოპტიმიზმით ვართ შებყრობილი, მხოლოდ მიდი, მიდის ძახილით საქმე არ გამოდის. დიდი ალბათობით (სამწუხაროდ) შვეიცარიის ნაკრები რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით ძალიან ესაჭიროება სამი ქულა, მოიგებს დღევანდელ მატჩს და ამ ყველაფერში მთავარი ეს არ არის. მთავარია, რომ წლებია უკვე (მათ შორის ვაისის პერიოდშიც) ჩვენი ნაკრები ვერ ჩამოყალიბდა როგორც გუნდი, რომელსაც გარკვეულ დონეზე (საშუალო ევროპულ დონეზე მაიც) სისტემატიური სტაბილურობა ექნებოდა, როგორც თამაშის ხარისხის ასევე შედეგების თვალსაზრისით, უამრავ ჩაგდებულ მატჩებს მოსდევს ხოლმე იშვიათი გამონათებები, რომლებიც უფრო ალოგიკურია და რომლებსაც შემდეგ ისევ მოყვება ხოლმე ხელახალი უსაფუძვლო ოპტიმიზმი, რომელიც თავის მხრივ ისევ გვაკარგინებს რეალობის აღქმას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ რეალურად ვიმსჯელებთ, ღმერთმა ქნას ეს ასე არ მოხდეს, მაგრამ ჩვენ ნაკრებს, სამწუხაროდ ერთა ლიგაზეც ძალიან გაუჭირდება საბოლოვო წარმატების მიღწევა. თუ მოხდა სასწაული და ბელორუსის ნაკრების ბარიერი გადავლახეთ, ფინალში დიდი ალბათობით კოსოვოს ნაკრებთან მოგვიწევს დაპირისპირება და ვისაც კოსოვოს ნაკრების მატჩები აქვს ნანახი ალბათ მიხვდებოდა, რომ მათთან ჩვენი ნაკრების შანსები ძალიან დაბალია თუ რათქმაუნდა კიდევ ერთი საწაული არ მოხდა.
P.S. ყოველივე აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული როგორც პესიმიზმის საფუძველი. პირიქით, ხანდახან ძალიან ძნელია, მაგრამ რაც უფრო ადრე გავუსწორებთ რეალობას თვალს და გამოვალთ უსაფუძვლო ილუზიებიდან მით უკეთესი.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მატჩებია მოწინააღმდეგის კარში დარტყმა და შესაბამისად გოლის გატანა გვიჭირს კი არა ფაქტიურად არ შეგვიძლია, ჩვენ ნაკრებს დიდი წარმატებები, იქნებ გავხდეთ ერთდროულად რამოდენიმე სასწაულის მომსწრე (შვეიცარიასთანაც, ხორვატიასთანაც, ბელორუსთანაც, კოსოვოსთანაც და შემდეგ ევროპის ჩემპიონატზეც ).
........
15 ნოემბერი 2019 14:47
1
ჩვენ ნაკრებს შეუძლია 7 ბურთი გაუშვას და კაი 20 კუში დაჯდება, ხალხი ამისუნთქებს მაინც
zviadi
15 ნოემბერი 2019 14:29
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული