შვეიცარიისა და საქართველოს ნაკრებების პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

AutoSharing Option
15 ნოემბერს, ევროშესარჩევი ციკლის მეშვიდე ტურის მატჩის პირველი ტაიმი შვეიცარიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

მასპინძელთათვის ამ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, სტუმართათვის კი სატურნირო თვალსაზრისით არანაირი, ამდენად ყოველგვარი წნეხისგან თავისუფალნი იყვნენ და საინტერესო იყო, როგორ წარმოაჩენდნენ თავს.

როგორც მოსალოდნელი იყო, შვეიცარიამ თავიდანვე დიდი ძალებით შემოგვიტია და ლორიამ ორჯერ მოიგერია ბურთი. მე-18 წუთზე კი სწრაფი კონტრიერიშისას წაქცეულმა ქვილითაიამ ბურთი ძელს გაარტყა. ამას პეტკოვიჩის შეგირდების შეტევა მოჰყვა და ლორიამ პირისპირ გასულ აიეტს არ დაანება გოლის გატანა, 39-ეზე ელვედის თავური ცარიელი კარიდან
კიტეიშვილმა გამოიტანა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

სენტ გალენი. "კიბუნ-პარკი"
შვეიცარია - საქართველო

შვეიცარია: ზომერი, ლიხტშტაინერი, ელვედი, აკანჯი, როდრიგესი, ფერნანდესი, ზაკარია, ჯაკა, სტეფენი, ვარგასი, აჯეტი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, გრიგალავა, კანკავა, კიტეიშვილი, დავითაშვილი, ყაზაიშვილი, შენგელია, ქვილითაია
მკითხველის კომენტარები / 5 /
ლორიამ დაუცადა სანამ პრესინგზე ჩამოვიდა მთელი შვეიცარია და მერე შეტენა ბურთი თანაგუნდელს
მ.მ
16 ნოემბერი 2019 01:37
0
შენგელიას პერსპექტიულობა ვერსად ვერ დავინაე, იმენა უნიჭოა რააა. დავითაშვილის ნიჭიერება რაში მდგომარებს კიდე? დაცვას ეხლარებოდა ერთადერთი ეგ იყო პოზიტივი. კანკავა და კიტეიშვილი ყოჩაღ. ყაზაიშვილი კიდე ძაან ღორობს რაა, და იქნებ პასის გაკეთება დაავალოს წმვრთნელმა
ირაკლი
16 ნოემბერი 2019 01:33
0
დავითაშვილს იძახებ და ზარანდიას არა,აი სმიტომ არის რომ აგებს
kote
16 ნოემბერი 2019 01:27
7
შენგელია არარის ნაკრებისთვის მზად, კანკავა ასეთი შეშინებული და სუსტი პირველად ვნახე.
ემიგრანტი
16 ნოემბერი 2019 01:04
9
შენგელია შესაცვლელია, პირველი ტაიმი დასრულდა. ხარაიშვილი შენგელიას ნაცვლად. ჩანს რომ ამოვარდნილია. რაც მალე შეცვლის მით უკეთესი
გადასარევი გიორგი
16 ნოემბერი 2019 00:47
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული