გურამ კაშია: თუ მარტშიც ასე ვითამაშებთ, შედეგი აუცილებლად იქნება

AutoSharing Option
ევროპირველობის საკვალიფიკაციო ტურნირზე შვეიცარიასთან მატჩის შედეგით (0:1) საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი გურამ კაშია შედეგით უკმაყოფილო იყო, ხოლო თამაშით - კმაყოფილი:

"ვთვლი, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი ისეთი შეხვედრა ჩავატარეთ, რომელთა მოგება შეგვეძლო. ირლანდიის, დანიისა და შვეიცარიის წინააღმდეგ გოლი დაგკვაკლდა. აღნიშნულ სამ თამაშში ორი გოლი, რომ გაგვეტან,ა სატურნირო ცხრილში განსხვავებული სიტუაცია იქნებოდა. საერთო ჯამში ამ ციკლში დაცვაში თამაში გავაუმჯობესეთ და სტაბილურად ვითამაშეთ. ეს მთლიან გუნდს ეხება, რადგან დაცვით ფეხბურთში შემტევებმა და ნახევარმცველებმაც დიდი სამუშაო გასწიეს. ყველას გვმართებს, რომ შეტევაში თამაში გავაუმჯობესოთ.

​შვეიცარიის წინააღმდეგ
საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, მეტოქეს ბევრი სირთულე შევუქმენით, პირველი გოლი რომ გაგვეტანა, თამაში შესაძლოა, ჩვენი გამარჯვებით დასრულებულიყო. ვთვლი, რომ თამაშის ხარისხით ყველა კმაყოფილი უნდა ვიყოთ, მაგრამ სამწუხაროა, რომ ეს შედეგზე არ აისახა. ​ჩემი აზრით, ნაკრების ახალმა ფეხბურთელებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და ისინი მარტშიც დაგვეხმარებიან. ვპროგრესირებთ, უკეთეს ფეხბურთს ვთამაშობთ და სწორ გზაზე ვართ.

იმედი მაქვს, რომ მარტში წარმატებას მივაღწევთ. თუ იმ შეხვედრებშიც ასეთ ხარისხის თამაშს ვაჩვენებთ, შედეგი აუცილებლად იქნება".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
გრამაფონი, გრამაფონი. შედეგი ორ თამაშში მოდის და არა 1 წელში. ხორვატიასთანაც კარგად ვითამაშეთ გასვლაზე და საბერძნეთთანაც ქეცბაიას დროს.
ddgfdf
17 ნოემბერი 2019 00:30
0
დააა,... ვკითხულობ ფეხბურთელების კომენტებს და.. მძიმე შესაფასებელია, კარგად ვითამაშეთო...ვააა, მაკვირვებს...ამათგან მეგობრებო შედეგს ნუ ველოდებით,, სწორება ახალგაზედებზე ,რაღაც ოპტიმიზმის საბაბი მგონი გაჩნდა, ზრდას თუ განაგრძობენ ..
გუსანი
17 ნოემბერი 2019 00:24
0
ჩაკვეტაძის და ოქრიაშვილის გარეშე ნაკრებს არ აქვს შანსი ბელარუსთან. მთავარია ანანიძე არ დააყენოს ძირითადში.
patrioti
16 ნოემბერი 2019 20:11
1
ან გოლის გატანის ეშინიათ და ეგაა სამარცხვინო.
ddgfdf
16 ნოემბერი 2019 15:56
0
ამ შემადგენლობას გოლის გატანის არანაირი შანსი არ აქვს არცერთ გუნდთან. ამიტომ უნდა ეცადონ შემტევი პოტენციალის გაძლიერებას. ეხლა ეგ ნახევრადმომენტები და ასპროცენტიანი სახიფათო მომენტებიდან რომ ვერანაირ გამწვავებას ვერ მოახერხებ....
ddgfdf
16 ნოემბერი 2019 15:55
0
ეს ბურთი სწორედ კაშიას გამო გავუშვით,აფსაიტში რომ არ ჩატოვა შემტევი.ისე ამ შემადგენლობით და თამაშით ბელარუსს თავისუფლად მოვუგებთ ხოლო თუ ჩაკვეტაძეც დაემატა დავანგრევთ.
თემო
16 ნოემბერი 2019 15:16
1
როგორი კმაყოფილები არიან, იმას კი არ ამბობს უფრო უნდა მოვუმატოთო
gorali
16 ნოემბერი 2019 14:19
1
რა მაინტერესებს იცით, მაინცდამაინც კაშიას რატომ ართმევთ ინტერვიუებს?
SL
16 ნოემბერი 2019 13:18
2
ძაან მაგრა ვცურავთ და მალე წყალსაც ჩაგვისხამენო.....
ჰმ
16 ნოემბერი 2019 09:53
5
ღადაოობ?მართლა გჯერა რომ კარგად ითამაშეთ?????კარგად გქონია მაშინ საქმე ძმაო...მალტის დონეზე ითამაშეთ...
gocha
16 ნოემბერი 2019 07:35
15
ეს 6 დილაიქი რა არის? გეწყინათ თუ გეტკინათ?
არდილეს
16 ნოემბერი 2019 12:07
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული