ზურიკო დავითაშვილი: საბოლოო ჯამში კარგი თამაში გამოვიდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე შვეიცარიასთან 0:1 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა გააკეთა:

"საბოლოო ჯამში კარგი თამაში გამოვიდა. თავიდან მძიმედ დავიწყეთ, მაგრამ მეორე ტაიმში თამაში გამოვასწორეთ და რამდენიმე მომენტი შევქმენით, რომელთა გამოყენების შემთხვევაში ალბათ სასურველ შედეგს მივაღწევდით.

რა თქმა უნდა, მარცხი ძალიან ცუდია, მაგრამ შვეიცარიას ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრების ჰყავს და ვთვლი, რომ კარგი მატჩი გამოგვივიდა".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 10 /
ზურა დავითაშვილო! კარგი თამაში იქნებოდა, რომ მოგეგოთ. ეს პატარა ბიჭი ეხლა იწყებს თამაშს და თავის თავს ასწავლის უკვე რომ წაგებულ თამაშსაც "კარგი" უწოდოს. ჩაუჯექი ეხლა ვიდეოჩანაწერს და გაანალიზე 3 მომენტიდან ერთი გოლი რატომ ვერ შეაგდე. სხვებსაც კითხე აზრი, სხვა ფეხბურთელები რას აკეთებენ მასეთ მომენტებში. მერე ვარჯიშებზე დაამუშავე ბევრჯერ და შემდეგ თამაშებში გამოგივა.
patrioti
16 ნოემბერი 2019 20:09
2
ეს თავის დამშვიდება რა არის? "საბოლოო ჯამში კარგი თამაში გამოვიდა.... შვეიცარიას ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრების ჰყავს და ვთვლი, რომ კარგი მატჩი გამოგვივიდა". შვეიცარიას კი არ ყავს მაგარი ნაკრები თქვენ ვერ გამოიყენეთ თქვენი შანსები შენგელიას ერთხელ მაინც რომ დაერტყა კარში ზუსტად ან უკეთესი გადაწყვეტილება მიეღო სხვა შედეგი იქნებოდა. ასევე მწვრთნელს ადრე რომ შეეცვალა შენგელია რომელსაც აშკარად არ წაუვიდა თამაში,ან პაპუნა და გვილია ადრე შემოეშვა. ასე რომ თუ მასე იფიქრებთ რომ ვიღაცა მაგარია და ამ მაგართან "კარგი" თამაში და მარცხი დაგაკმაყოფილებთ ყოველთვის იქ იქნებით სადაც ახლა ვართ.
გულშემატკივარი
16 ნოემბერი 2019 23:20
1
დავამატებდი რომ ჩემი პირადი აზრი და მოსაზრებაა რო ეს არარი ზურიკოს მიდგომა და დარმუნებული ვარ პოზიცია რომ - წავაგედ მაგრამ კარგად ვითამაშედ- მოდის ფედერაციის და მწრთნელის მხრიდან თორე რო გაეანალიზებინათ თამაში და მევრთნელს შეცდომებზე მიეთითა ესეთი კმაყოფილები მარცხით! არ იქნებოდნენ და ესეთ სამარცხვინო კომენტარებს არ გააკეთებდნენ ელემენტარული პატივისცემა რო ქონდეთ გულშემატკივარის მიმართ იმას მაინც იყოდნენ რო ეცდებიან შეცდომები გამოასწორონ და შემდეგი თამაშები უკეთ ჩაატარონ !!
Alex
16 ნოემბერი 2019 21:50
1
ყველა გამოხმაურება
ზარანდიას ეგრე უდიერად რომ იხსენიებ არც იცი ეტყობა რას წარმოადგენს,რადგან ტელევიზორიდან უყურებ ფეხბურთს,იდიც არ ივით რომ სუპერ წინადადება ქუნდა რუსული კლუბიდან მაგრამ უარი უთხრა,რუბინის მსგავს კლუბში საერთოდ არც ღირს გახედვა,დავითაშვილი საშუალო დონის მძიმე წონიანი ფეხბურთელია,ისე ცნობისთვის რუბინს ათრევს მართლა სუპერ ტალანტი კვარაცხელია,უბრალოდ ტრამვამ შეუშალა ხელი,,ისე კომუნისტებს ევასებოდათ დიპლომები მაგრად,
გულშემატკივარს
16 ნოემბერი 2019 16:05
3
მე სხვა გულშემატკივარი ვარ ვისაც შენ მიწერე ის არ ვარ მაგრამ მაინც გიპასუხებ შენი შეფასება არის სუბიექტური და მოკლებულია ყოველგვარ ობიექტურობას რადგან როგორც ვატყობ კუთხურობის პრინციპით აფასებ მოთამაშეებს. რაც შეეხება ზარანდიას მეც მომწონს მისი თამაში როცა ფორმაშია და ვფიქრობ იმსახურებს შანსს ითამაშოს ეროვნული ნაკრების მაისურით , მაგრამ არა დავითაშვილის ან სხვა რომელიმე მოთამაშის ხარჯზე
გულშემატკივარი
16 ნოემბერი 2019 23:35
0
ამას რომ ეროვნულში ათამაშებ და ზარანდიას არ იძახებ რა ახნა შეიძლება ქონდეს ,ძლივს დადის მინდორზე იმდენად მძიმე წონოსანია,ან ერთი გოლი აქ სულ გატანილი და მაინც იძახებ,ვაი ვაისი გლიჯავს მაგრად
kako
16 ნოემბერი 2019 11:57
27
ვისაც ქართველის წარმატება არ გაუხარდეს... მაგრამ რა პრინციპით აკომპლექტებს ვაისი ნაკრებს ვერ ვგებულობთ ერთი გოლი აქვს გატანილი ჩემპიონატში კი ამწვავებს თამაშს მაგრამ ერთი ძალიან ცოტაა უფრომეტი უნდა იმუშაოს დამამთავრებეკ ფაზაში უფრო მეტი სიზუსტეა საჭირო კარგად ურტყამს მაშინ როცა გოლი გადის დანარჩენი სისულელეა მეტი და მეტი მუშაობა თორე გავარდა რუბინი რუსეთის პირველი ლიგისთვის ნამდვილად არ მემეტებით
კახა
16 ნოემბერი 2019 08:09
7
ჯერ ახალგაზრდა 18 წლისაა არ დაგავიწყდეთ და ჩემი აზრით თავდაჯერებულობა და ეგ ყველაფერი გამოცდილებასთანნერთად მოვა- წარმატებები ზურიკოს !!!
ალექს
16 ნოემბერი 2019 22:01
0
კაკოსთან ერთად გაგცემ პასუხს, ჯერ დავიწყოთ იქედან რომ სადაც არ ითამაშა ზარანდიამ, ყველგან არასტაბილური იყო, და ეხლა მწვრთნელები ერჩიან.. და ისა და ესა.. არ გვინდა იმიტომ რომ აფსურდია. არკაში იყო და ხან გამოანათებდა მერე გაქრებოდა. ახლა ბელგიაშიც.. საშუალოზე დაბალ გუნდში კიდე ვერ ვიხსენებ თუ აქ ან რამდენჯერ აქ 90 წუთი ნათამაშები. რაც შეეხება დავითაშვილს. ფორვარდი არაა რომ გოლებს უყურებთ. გუნდი თუ რუსეთში რამეს შვება ფაქტიურად მარტო ათრევს 18 წლის ბიჭი. და გუშინდელ თამაშშიც კარგად ითამაშა. რუსეთის არც თუ ისე სუსტ ჩემპიონატში, ერთ ერთი საუკეთესოა.ასე რომ ეს უდიპლომო მწვრთნელები თუ ვერ ხვდებით.შეიძლება წაკითხულის გააზრებაში არ მოიკოჭლებთ. და ცოტა მეტი იკითხეთ მაინც. სამწუხაროდ დავითაშვილი ერთ ერთი იშვიათი ქართველ ფეხბურთელთაგანია, რომელიც სტაბილურად თამაშობს
გულშემატკივარი
16 ნოემბერი 2019 13:21
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული