ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ნაკრებმა ხორვატიაში ძლიერ წვიმაში ივარჯიშა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო მატჩისთვის მზადებას ხორვატიაში განაგრძობს. ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე ქალაქ პულაში ბოლო რამდენიმე დღეა, ძირითადად, წვიმს. ხორვატიაში ჩასვლიდან მეორე დღეს, 17 ნოემბერს ჩვენმა გუნდმა ქალაქ მედულინში ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ვარჯიში ძლიერი წვიმის ფონზე ერთი საათი გაგრძელდა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მატჩის მასპინძელ სტადიონზე ბოლო ვარჯიშს 18 ნოემბერს გამართავს.

საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ვლადიმირ ვაისი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.

18 ნოემბრის განრიგი:

16:30 (ხორვატიის დროით). ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია
17:00 (ხორვატიის დროით). საქართველოს
ნაკრების ვარჯიში

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), გიორგი რეხვიაშვილი (საბურთალო, თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი)

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით