ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ვაკო გვილია: ზოგ მატჩში არ გაგვიმართლა - მთავარია, ერთა ლიგის პლეი-ოფს მზადყოფნაში შევხვდეთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ხორვატიასთან ამხანაგური მატჩის წინ ივარჯიშა, შემდეგ კი ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ სფფ-ის საიტთან კომენტარი გააკეთა:

"ხორვატიას ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს. გუშინ მათ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს. ხორვატები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები არიან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წინ კარგი თამაში გველოდება. რა თქმა უნდა, ეს იქნება მოსამზადებელი თამაში მარტისთვის, როდესაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში განსაკუთრებულ მატჩს გავმართავთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამხანაგურ შეხვედრაში ყველა ის მონახაზი გამოვცადოთ, რომელიც შესაძლოა ბელორუსთან გამოვიყენოთ და ყველაფრისთვის მზად ვიყოთ.

შესარჩევ ციკლში შეიძლებოდა უკეთ გამოვსულიყავით, ამის შანსი გვქონდა. სამწუხაროა, რომ
ზოგ თამაშში ნაწილობრივ არ გაგვიმართლა. ახლა მთავარია, ერთა ლიგის პლეი-ოფს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ".

ასევე დაგაინტერესებთ