საქართველოსა და ხორვატიის მატჩის პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა

AutoSharing Option
19 ნოემბერს საქართველოსა და ხორვატიის მატჩის პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

უკანასკნელ შეხვედრებთან შედარებით, მწვრთნელებმა სერიოზულად გადაახალისეს სასტარტო შემადგენლობები. მასპინძელთა გუნდში სლოვაკეთთან ნათამაშები მხოლოდ 3 ფეხბურთელი დააყენა ზლატკო დალიჩმა, ხოლო ვლადიმირ ვაისმა - 4, რომლებიც შვეიცარიასთან ძირითადში იყვნენ. მოკლედ, წლის ბოლო მატჩში თავის გამოჩენის საშუალება უახლოეს რეზერვს მისცეს.

პულაში რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა და 8 923-იანი სტადიონი სანახევროდაც არ გაივსო. მივყვეთ ქრონოლოგიურად: პირველი სახიფათო მომენტი ჩვენმა გუნდმა შექმნა, როდესაც კაკაბაძე ფლანგზე მეტოქეს გაექცა, კარის წინ ჯიღაურს უპასა და მან შესანიშნავი
მომენტი ვერ გამოიყენა. საპასუხო იერიშისას კაკაბაძეს პერიშიჩი გასცდა და მაკარიძემ არ დაანება გოლის გატანა. მე-19 წუთზე კი პაპუნაშვილმა საჯარიმოს გარედან დარტყმით დააწინაურა საქართველოს ნაკრები.

თუმცა მასპინძლებმა კაშიას ავტოგოლით მალევე გააყაიმეს ანგარიში, ხოლო შემდეგ პერიშიჩმა ბურთი ხარიხას გაარტყა.

35-ე წუთზე გვილიას მიერ საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთზე ლობჯანიძემ მეორე სართულზე კალინიჩი დაჯაბნა, მაგრამ მიზანს ვერ უწია. მერე კაკაბაძემ ტრავმა მიიღო, შენგელიამ შეცვალა და თანაბარი პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.

პულა. "ალდო დროსინა"
ხორვატია - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 პაპუნაშვილი (19), 1:1 კაშია (25, საკ. კარში)

ხორვატია: კალინიჩი, მელნიაკი, სკორიჩი, იედვაი, ბარტოლეცი, კოვაჩიჩი, ბადელი, პაშალიჩი, პერიშიჩი, ორსიჩი, რებიჩი

საქართველო: მაკარიძე, კაკაბაძე (შენგელია 39), კაშია, ხოჭოლავა, ნავალოვსკი, გვილია, აბურჯანია, ჯიღაური, პაპუნაშვილი, ყაზაიშვილი, ლობჯანიძე
მკითხველის კომენტარები / 4 /
შენგელია ვაბშე ვისთანაა, მოაშორეთ ნაკრებიდან და კაკაბაძეც მიაყოლეთ. ტიპი იქით არღვევდა თამაშის წესს და აქეთ დაიმტვრა :დდ
ირაკლი
22:39 19-11-2019
1
ნავალოვსკი ჯიღაური და ლობჟანიძეა უახლოესი რეზერვი? თქვენ რა დაგვცინიხართ
გრიგოლ1408
22:36 19-11-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული