19 ნოემბერს, საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩი ხორვატიასთან 1:2 წააგო.
უკანასკნელ შეხვედრებთან შედარებით, მწვრთნელებმა სერიოზულად გადაახალისეს სასტარტო შემადგენლობები. მასპინძელთა გუნდში სლოვაკეთთან ნათამაშები მხოლოდ 3 ფეხბურთელი დააყენა ზლატკო დალიჩმა, ხოლო ვლადიმირ ვაისმა - 4, რომლებიც შვეიცარიასთან ძირითადში იყვნენ. მოკლედ, წლის ბოლო მატჩში თავის გამოჩენის საშუალება უახლოეს რეზერვს მისცეს.
პულაში რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა და 8 923-იანი სტადიონი არ გაივსო. მივყვეთ ქრონოლოგიურად: პირველი სახიფათო მომენტი ჩვენმა გუნდმა შექმნა, როდესაც კაკაბაძე ფლანგზე მეტოქეს გაექცა, კარის წინ ჯიღაურს უპასა და მან შესანიშნავი მომენტი ვერ გამოიყენა. საპასუხო იერიშისას კაკაბაძეს პერიშიჩი გასცდა და მაკარიძემ არ დაანება გოლის გატანა. მე-19 წუთზე კი პაპუნაშვილმა საჯარიმოს გარედან დარტყმით დააწინაურა საქართველოს ნაკრები. აღსანიშნავია მეკარე კალინიჩის შეცდომა.
თუმცა მასპინძლებმა კაშიას ავტოგოლით მალევე გააყაიმეს ანგარიში, ხოლო შემდეგ პერიშიჩმა ბურთი ხარიხას გაარტყა.
35-ე წუთზე გვილიას მიერ საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთზე ლობჯანიძემ მეორე სართულზე კალინიჩი დაჯაბნა, მაგრამ მიზანს ვერ უწია. მერე კაკაბაძემ ტრავმა მიიღო, შენგელიამ შეცვალა და თანაბარი პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.

შესვენებაზე დალიჩმა 4 ცვლილება განახორციელა, გუნდი ორთავდამსხმელიან ტაქტიკაზე გადააწყო, უპირატესობას დაეუფლნენ და 53-ე წუთზე კაშიას შეცდომის შედეგად პერიშიჩმა თავურით მეორედ დალაშქრა მაკარიძის კარი. ცოტა ხანში როგმა თავით ოდნავ ააცილა ბურთი კარს.
ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა და შეტევების ორგანიზება, რაღაცნირად ძალაგამოცლილად თამაშობდა, წვიმაც გაძლიერდა. რებიჩმა კაშია მოატყუა და ისევ მაკარიძემ გვიხსნა.
ბოლოს "ჯვაროსნები" შეტევაზე გადავიდა, მომენტიც შექმნა, მაგრამ კიტეიშვილის დარტყმული ბურთი რებიჩმა მოიგერია.
რა შეიძლება რეზიუმეს სახით ითქვას: საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი უკეთ ჩაატარა, მეორე - უარესად. თავი ვერავინ წარმოაჩინა და წლის უკანასკნელი შეხვედრა წააგო.
პულა. "ალდო დროსინა". 5 072 მაყურებელი
ხორვატია - საქართველო 2:1
გოლები: 0:1 პაპუნაშვილი (19), 1:1 კაშია (25, საკ. კარში), 2:1 პერიშიჩი (53)
ხორვატია: კალინიჩი (სლუგა 46), მელნიაკი, სკორიჩი, იედვაი (კალეტა-ცარი 46), ბარტოლეცი (იურანოვიჩი 46), კოვაჩიჩი (ვლასიჩი 65), ბადელი, პაშალიჩი (პერიჩი 75), პერიშიჩი, ორსიჩი (როგი 46), რებიჩი

საქართველო: მაკარიძე, კაკაბაძე (შენგელია 39), კაშია, ხოჭოლავა (გრიგალავა 80), ნავალოვსკი, გვილია (ქვილითაია 83), აბურჯანია, ჯიღაური, პაპუნაშვილი (კიტეიშვილი 65), ყაზაიშვილი (ხარაიშვილი 88), ლობჯანიძე (არაბული 50)
პაპუნაშვილის წინა შეკრებაზე არ გამოცხადებაც ეგ იყო რომ თვითონ ფეხბურთელმა ითხოვა..
რა უნდა მოიმოქმედონ ამ ბიჭებმა მეტი? თითოეულ ქომაგს პირადად ხომ ვერ გაგვცემენ პასუხს...
მათი საქციელი მისასალმებელია და ეს უკვე რეალური მითითებაც იყო იმისკენ რომ,
1) ვაისი აზრზე არ არის და არც ინტერესდება ფეხბურთელის ფიზიკური ფორმით.
2)ის რომ ტაკტიკურად ძალიან სუსტია.
3)უბრალოდ ამ ყველაფერთან ერთად ერთიანი სულის კვეთება არ იგრძნობა.
ალბად ისევ ქართველი მწვრთნელია საჭირო იმისთვის რომ ფეხბურთელებს დაუბრუნოს რწმენა საკუთარი თავის და ერთმანეთის მიმართ, მათჩის წინ სიტყვებით და ემოციებით დაიხარჯოა ბიჭებისთვის რომ აბ ბიჭებმა შემართება,სულისკვეთება,თავდადება და შედეგი გვაჩვენონ და არა ის რაც დღეს ვნახე და ვხედავთ ამ ბოლო დროს. უბრალოდ მოტივატორი და ფსიქოლოგის უნართვისებიანი მწვრთნელი გვესაჭიროება!! დანარჩენს აღარ დავეძებ უბრალოდ მე პირადად დანარჩენი ფეხბურთელებისთვის მიმინდია შეცვლასაც კი აკეთებენ თავად:-)
სანამ დროა და ჩვენი კარები ბურუსისგან არა სჩანს კარგად...
მე არ ვარ რობოტი. მე ტაქსისტი ვარ, პარიკმახერი, მექისე, მუშა, ან ქვის ხურო ვარ, ხელოსანი, დურგალი ელი! ვინც გინდა ვიყო, ოღონდ რობოტს ნუ დამიძახებთ, არ ვარ რობოტი, ექიმი ვარ, ან ინჟინერი, ყველს ვყიდი სიმონ და იმიტომ ხელი მაქვს თეთრი, ჩემი ტაქსი მყავს, თან ვპროფესორობ, ოპელი ძველი...
დღეს, თუ მილიონ კაცმა ნახა ჩვენი თამაში, ჩემპიონატზე, თუ გავედით ასჯერ მეტი ნახავს და ასჯერ მეტი ადამიანი გაიგებს, თუ რა მაგარი ყ.... ნაკრები გვყავს ქართველებს.
ღმერთმა დაგვინდო და კვლავ წავაგეთ, რომ მოგვეგო მსოფლიო ჩემპიონობაზე გაგვიჩნდებოდა პრეტენზია. ჩვენ ხომ ყველაზე მაგარი ნაკრები გვყავს ტოოო!!! იმათ ვინა ყავთ? ერთი მესი და მორჩა ბრატ! სხვას ვის ჩამოთვლით? აი ესეთი ლაპარაკი იქნებოდა დღეს რომ მოგვეგო. კარგია რომ წავაგეთ. მშვენიერია!
მე ძალიან მომწონს ოლიმპიური სისტემა, წააგე? წადი...წადი ისე, რომ უკანაც არ მოიხედო... ან ივარჯიშე, მწყობრში ჩადექი და მერე სცადე. და არა ესე, ფეხბურთელს ვეძახით იმ სპორცმენს, ვისაც ორი ტაიმი სირბილი არ შეუძლია. ყველაზე დიდი მიღწევაა ბურთს რომ ფეხს არ ააცელს, სამჯერ მოუქნია ფეხი და სამჯერვე დაარტყა, საღოლ! ყოჩაღ ავქსენტი!!! მეტი რა გინდათ ტოოო?!! მესის არ ჩამოუვარდება, ნამდვილი ტახამატაა, ტახამატა!!! მოედნის ცენტრამდე შეუსვენებლად თუ ირბინა, ზნაჩიტ მაგარია სიმონ!!! თუ გაოფლიანდა, სასწრაფოდ ადიელა მოახვიეთ არ გაცივდეს, მიუჩვეველი იქნება, ხტფუი ბლინ!
ტრენერი თუ ვერ ხვდება, რომ ლამაზად წავაგეთ, წავაგეთ, მაგრამ მაინც ლამზად!!! ერთი ხომ მაინც გავიტანეთ? ვახ რა კარგია!!!
ვაი რა გვეშვეე ლეე ბააააა!!!