ვლადიმირ ვაისი: თავიდან თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ შეტევაში ხარისხი დაგვაკლდა და დავმარცხდით

AutoSharing Option
ხორვატიასთან სტუმრად 1:2 წაგებული ამხანაგური მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა:

"საინტერესო ამხანაგური შეხვედრა გამოვიდა. მაღალი დონის მეტოქე გვყავდა. ხორვატიას ბევრი ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშე ჰყავს, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ფეხბურთს თამაშობენ. თამაში კარგად დავიწყეთ, გოლიც გავიტანეთ, თამაშსაც ვაკონტროლებდით, მაგრამ ორი გოლი გავუშვით და დავმარცხდით.

პირველ ნახევარში ჯიღაურს ჰქონდა გოლის გატანის 100-პროცენტიანი შანსი. 2-3 მომენტი მეორე ტაიმშიც გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ და ხორვატიამ 2:1 მოიგო. ვფიქრობ, რომ შეტევაში ცოტა გამოცდილება და ხარისხი დაგვაკლდა და ამიტომ დავმარცხდით".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 23 /
რისი ვაისა, რისი რაისა. ისე რაისა, იმაში მაინც გამოდგება.
რაისას ფანი.
26 ნოემბერი 2019 11:02
0
რისი ვაისა, რისი რაისა. ისე რაისა, იმაში მაინც გამოდგება.
რაისას ფანი.
26 ნოემბერი 2019 11:02
0
ვის და რატომ აბოლებს ეს ჩვენისა???????
gela 67
21 ნოემბერი 2019 00:05
0
გაიტანეთ "გრელანდია"!!!!
სანდრო
20 ნოემბერი 2019 17:39
2
რა შეტევა რის შეტევა რაც ეს ტიპია მწვრთნელი არც ერთი შეტევითი კომბინაცია არ აქვს გუნდს მოაშორეთ სანამ სანანებელი არ გაგვიხდა მარტში
გულშემატკივარი
20 ნოემბერი 2019 15:52
3
თქვენი გაკონტროლებული არ გაიშვას არსად, არ გამოვა არაფერი ძაან დაბალი დონეა, ამას თანამედროვე ფეხბურთან საერთო არ აქვს, თავს მაინც ნუ ვიტყუებთ, არ გვინდა ფუჭი იმედები!!!!
ზაზა
20 ნოემბერი 2019 13:47
1
ვინც უნდა ეთამაშებინა არ ათამაშა, არ დააყენა ხორვტებთან ნორმალური სასტავი, არ იძახებს ზარანდიას, რომელსაც შეუძლია თამაშის გამწვავება, ბოლო გოლები რაც გავუშვით კაშიას ნამუსზეა, და შედეგიც სახეზეა.
x.x
20 ნოემბერი 2019 13:14
1
თამაშის მოგებას გოლის გატანა უნდა! რაც გავიტანეთ ხორვატების მეკარის შეცდომა იყო. ფორვარდები არა გვყავს, ვერ გაიგო ამ კაცმა.
მერაბი
20 ნოემბერი 2019 11:24
1
რას აკონტროლებდით თქვენი გაკონტროლებული არ გაიშვას, ხორვატები გაცდიდნენ აინტერესებდათ რისი მაქნისები იყავით, თქვენ ფეხები გიკანკალებთ შიშით შეტევაზე ვერ გადადიხართ, რაიყო რამ შეგაშინათ ესე მაგრათ დღეს ყველამ ისწავლა წინ თამაში, შეუტიეთ და ღირსეულად მაინც წააგეთ,
zmo
20 ნოემბერი 2019 11:12
5
ეხლა აქ ბევრს ვბჭობთ და ვაკრიტიკებთ ფეხბურთელებსაც, მწვრთნელსაც, ტაქტიკასაც, ცვლილებებსაც... ვიცით რაც გვტკივა და განვიცდით. რაღა დარჩა მარტამდე? 3 თვე და ნახევარფინალი კარზეა მომდგარი. მე ვფიქრობ, რომ ნახევარფინალში აბსოლიტურად სხვა ტაქტიკით ითამაშებს ნაკრები, დიამეტრულად განსხვავებულ ფეხბურთს ვიხილავთ.
ანესთეზეოლოგი
20 ნოემბერი 2019 11:05
2
ამინნნნნ!
ჟანა დარკი.
26 ნოემბერი 2019 10:57
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული