ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებიდან მიდის? - "სოჭისთვის" პრიორიტეტული კანდიდატი არ არის

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის აუტსაიდერ "სოჭის" მწვრთნელი ალეკსანდრ ტოჩილინი გადააყენეს. გუნდი დროებით მის თანაშემწეს, რომან ბერეზოვსკის ჩააბარეს და როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, დაიწყო "მკითხაობა", ვის დანიშნავენ ამ პოსტზე.

ერთ-ერთ კანდიდატად საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისიც დასახელდა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციასთან გაფორმებული კონტრაქტი წლის ბოლოს უმთავრდება.

აგრეთვე განიხილება დან პეტრესკუს, ვალერი კარპინის, დმიტრი ხოხლოვის და ყურბან ბერდიევის კანდიდატურები და მათგან ყველაზე რეალური ეს უკანასკნელია. ბერდიევმა "რუბინი" ზაფხულში დატოვა, მას შემდეგ უმუშევარია და championat-ის მტკიცებით, "სოჭისთან" უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას. თუ მხარეები შეთანხმდნენ, ბერდიევი ნაახალწლევს
ჩაიბარებს გუნდს.

რაც შეეხება ვაისს, მან თქვა, რომ არ იცის, გააგრძელებს თუ არა საქართველოს ნაკრებში მუშაობას.

მკითხველის კომენტარები / 21 /
წავა ცუდია არ წავა კიდე უფრო ცუდი
შოკირებული გულშემატკივარი
21 ნოემბერი 2019 16:50
0
მაგას ნორმალური გუნდი არ წაიყვანს,აგერ ნახავთ თუ არა.ტიპი80 წლებშია ჩარჩენილი.მაგი რო შეცვლებს აკეთებს--ტყვილია,ბადალი არ ჰყავს ფეხბურთის ისტორიაში...
კახა ქ.
21 ნოემბერი 2019 14:09
4
მშურს იმ ხალხის ოპტიმიზმის ვისაც ვაისის სჯერა. მარა მისი ახლა წასვლა მაინც შეცდომა იქნება. მე იმ ბიჭების თავდადების მჯერა ვინც იმ დღეს მინდორზე იდგება და ვილოცოთ რო ჩაკვეტაძე და კანკავა იყოს ფორმაში.
ბასკი
21 ნოემბერი 2019 13:45
5
წადი ვაის! დავიღალე ამ კაცის კანკალა ფეხბურთის ყურებით! არ გვყავს შემტევები? მიეცი შნსი ზარანდიას? არაბიძეს? ზივზივაძეს? სანამ თურქეთში არ წავიდა შენგელიასაც არ აკარებდი ნაკრებს! სამაგიეროდ ლობჯანიძე გახადა ახალი დვალიშვილი )) წადიიი დროზე სანამ ძალიან გვიანი არაა!
ვაჟა
21 ნოემბერი 2019 12:37
5
რომელს მოგეწონათ კაშიას ბოლო 2 თამაში? ტიპი შენელებული კადრი იყო სხვებთან შედარებოით, ან ოქრიაშვილზე უეჭველი დაყრდნობა შეიძლება? კაცი სულ დატრამვულია? თუ ერთა ლიგაზე გვინდა გასვლა გუნდს მინიმუმ 2 ამხანაგური თამაში კიდე უნდა ქონოდა დაგეგმილი ბელორუსიასთან თამაშამდე!.
დავითი
21 ნოემბერი 2019 12:22
3
ერთი და მორჩა. ვაისმაც და თქვენც ძალიან კარგად იცით და სულ რომ ვაისის შემცვლელი მოვიდეს იმანაც იცის ჩვენი ნაკრების ის შემადგენლობა, რომელიც უნდა გამოიძახო და ისურვო გაზაფხულისთვის სასურველ ფორმაში სათამშო პრაქტიკით. ლორია, კვერკველლია, კაშია, კაკაბაძე, ხოჭოლოვა,კანკავა, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, ქვილითაია. უბრალოდ ვაისმა უვე იცის ვის რისი თავი აქვს და გარკვეული ტაქტიკური მონახაზიც შეიქმნა ამ წლების განმავლობაში. ახლი ფიზიკურად ვერ შეძლებს თავისი ხაზის გატარებას და მგონია სულ აირევა გუნდი. ამ ნაკრებით კიდე დარწმუნებული ვარ ბელორუსიასაც მოვუგებთ და ფინალშიც წარმატება ჩვენ მხარეს იქნება.სათადრიგოსაც ჩამოვწერ თუ გნებავთ. მაკარიძე, ტაბიძე,ხარაბაძე, გრიგალავა, ანანიძე, გვილია, კვეკვესკირი, აბურჯანია, შენგელია, პაპუნაშვილი, ხარაიშვილი, ლობჯანიძე, დავითაშვილი, კვარაცხელია, ზარანდია, ზივზივაძე.
DAVE
21 ნოემბერი 2019 11:27
12
ლაპარტყავა, ჭინჭელეიშვილი და მიკლუხი მაკლაიშვილი გამოგრჩა. შენ მწვრთნელი და მაისურების დამრიგებელი ერთმანეთში გერევა. )))
kaira
21 ნოემბერი 2019 12:28
6
მართლა სირცხვილია ეს კომენტარები. ფეხბუღთში ჩახედული ხალხის არ იქნება.
ვაისის ხელში სხვა ფეხბურთის თამაში დავიწყეთ. თითუეული მოთამაშე გაიხსნა და სხვანაირად ათამაშდა. ამას დაფასება და დანხვა ხომ მაინც უნდა.
ჩვენ ის ხალხი ვართ ვერავინ თუნდაც წარმატებულიუ მწვრთნელი, რომ ვერ ვიგუეთ. იგორ კოკოშკოვის მაგალითიც საკმარისია.
სირცხვილი ჩვენ ....
გია
21 ნოემბერი 2019 11:27
13
ერთა ლიგის ციკლი ვაისმა უნდა ჩაამთავროს!!! წარმატების შემთხვევაში (რაც ძალიან მსურს და იმედიც მაქვს) უნდა განაგრძოს ევროპის ჩემპიონატისათვის მზადება!!!
tngh
21 ნოემბერი 2019 11:05
9
სულაც არ მიკვირს ვაისზე ასეთი შეტევა, ჩვენ ის ხალხი ვართ კუპერი ვერ ვიგუეთ, კაცმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა გუნდები სამჯერ, მაგრამ მაინც მას დაბრალდა წარუმატებლობა, თუმცა რა წარმატებაზე უნდა ყოფილიყო საუბარი, მაგ დროს ფეხბურთელების უმრავლესობა თამაშობდა რუსეთის მეორე დივიზიონში. ვაცალოთ ამ ადამიანს მშვიდ და ნორმალურ გარემოში მოამზადოს გუნდი გაზაფხულისათვის.
QT
21 ნოემბერი 2019 10:36
7
„გაიტანეთ,გაიტანეთ მეთქი...“
ოღონდ წავიდეს და მაღარიჩი ჩემზე იყოს...
აბა „ბებერ კლდიდან“ გადმომფრენები რამდენი ხართ ერთი დაგთვალოთ უნდა...
Jordan Beli
21 ნოემბერი 2019 06:47
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული