კახა ცხადაძე: მოვა დრო, როდესაც საქართველოს ნაკრებს დავუბრუნდები

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მორიგი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი დაასრულა და ჯგუფში მხოლოდ ორი შეხვედრა მოიგო, ისიც გიბრალტართან.

Sportall.ge ეროვნული გუნდის ყოფილ მწვრთნელ კახა ცხადაძეს დაუკავშირდა და შესარჩევი ციკლის შეფასება სთხოვა, თუმცა მან კომენტარი არ გააკეთა და თავისი საქციელი შემდეგნაირად ახსნა:

"ვფიქრობ, რომ ჩემი მხრიდან რაიმე შეფასების გაკეთება არასწორი იქნება. ვლადიმირ ვაისი ჩემ მერე მოვიდა და ამიტომ ვერ ვისაუბრებ...

არ მინდა, რომ მერე რაიმე სალაპარაკო გახდეს, თორემ ჩემი აზრი, რა თქმა უნდა, მაქვს. ციფრები ყველაფერს ამბობს...

საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ერთს ვუსურვებ,
რომ ბელარუსს მოუგოს და ევროპის ჩემპიონატზე გავიდეს".

ჩვენ კახა ცხადაძეს ასევე ვკითხეთ, თუ საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე ვერ გავიდა, უნდა დატოვოს თუ არა ფედერაციამ ვაისი მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

"ეს ჩემპს კომპეტენციაში არ შედის. სფფ-ში დასხდებიან და შედეგებს გააანალიზებენ, გადაწყვეტილებას მიიღებენ".

ბოლოსკენ "ორდაბასის" ამჟამინდელ დამრიგებელს ვკითხეთ, დაბრუნდება თუ არა ეროვნულ ნაკრებში, თუ ის შეთავაზებას მიიღებს...

"მე ნაკრებში როდესაც მივედი, გუნდს უკვე 5 თამაში ჰქონდა ჩატარებული შესარჩევ ციკლში...
შემდეგი ციკლი ნაკრებს ჩემი ხელმძღვანელობით უნდა ეთამაშა და მე მარტო 6 თვით არ ვიყავი მოსული.

მინდოდა, რომ ნაკრებისთვის შედეგი მომეტანა, თუმცა არ დამცალდა. ალბათ, ოდესღაც მოვა ის დღე, როდესაც ეროვნულ ნაკრებს დავუბრუნდები, თუმცა ეს დღეს და ხვალ არ მოხდება.
მე რადგან ნაკრები ჩავიბარე, ე.ი. იქ მუშაობა მსურდა და მოვა დრო, როდესაც ამ სამუშაოს დავუბრუნდები", - აღნიშნა ცხადაძემ.

altეს შანსი უნდა გამოვიყენოთ - ერთა ლიგის ფინალს საქართველო-ბელარუსს შორის გამარჯვებული უმასპინძლებს

altლუკაშენკოს ულვაშებით დალოცვილი ვეტერანები - რა გუნდია საქართველოს მეტოქე ბელარუსის ნაკრები?

altვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებიდან მიდის? - "სოჭისთვის" პრიორიტეტული კანდიდატი არ არის

altსად ხედავთ პროგრესს?! - საქართველოს ნაკრები, რომელიც მხოლოდ სუსტ გუნდებს უგებს

alt10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება ხორვატიასთან მატჩში

მკითხველის კომენტარები / 24 /
სხვისი არ ვიცი,მაგრამ მე მაგრად მინდა ამ კაცმა ჩაიბაროს ნაკრები,რატომღაც მჯერა მე კახასი.ქეცბაც უკეთესი მწვრთნელია ვიდრე ვაისი, მაგრამ რატომღაც ვერ ააწყო საქმე.ალბათ სიჯიუტის გამო არ ვიცი.ყველამ ვიცით ახალკაციც პრინციპული კაცი იყო,მაგრამ ახალკაცს ფენომენები ყავდა გუნდში 4 კაცი.ქეცბამ ბევრი იცოდა თუ რა ხდებოდა ჩვენ ფეხბურთში და ამიტომ აიჭრა,უბრალოდ ვერ იძახდა რო ყელამდე კორუფციაში იყო(დღემდე არის) ჩვენი ფეხბურთი.მოკლედ მე მინდა ნაკრებში მწვრთნელი რომელიც ათამაშებს გუნდს ქართულ ფეხბურთს-მხოლოდ შემტევს და ტექნიკურს.ქართული ფეხბურთი კი მხოლოდ ქართველს შეუძლია.მოკლედ სიტყვა გამიგრძელდა,წარმატებები კახას,ცეცაძეს,ქეცბას და ყველა ქართველ მწვრთნელს და სპორტსმენს.
P.S.დიდი ხნის წინ ერთი რამდენიმე ბიჭი წავიდა ევროპაში,უნდოდათ იქნებ რამე გამოვიდეს და რომელიმე ქვეყნის სახელით ვიჭიდავოთო. ბიჭები იყვნენ მხეცები,უბრალოდ ძაან მაგრები.3 წელი იყვნენ ბელგიაში და ვერაფერი შედეგი ვერ დადეს და უარით გამოისტუმრეს.აქ ჩამოსულებმაც ვერ იპოვეს თავისი ადგილი და ასე დაიკარგნენ სპორტისთვის არა და მხეცები იყვნენ.ეხლა ეს ბიჭები მწვრთნელები არიან და უკვე თმაშევერცხლილი ლომებმა ეხლა იძახიან რო დრო ტყუილად გაანიავეს და ამბობენ რო ვერაფრით აიღეს ალღო იქაურ ჭიდაობის მანერას და დაასკვნეს რომ ქართველ კაცს მხოლოდ ქართულად შეუძლია ჭიდაობა და ვარჯიში და მხოლოდ ქართველი მწვრთნელი უნდა ყავდეს.ასეა და რა ვქნათ...
Jordan Beli
22 ნოემბერი 2019 18:31
15
წარმატებევი კახის,
ფეხბურტელიც ყოველტვის თავდადებული იყო და მწვრთნელიც ასეთივე პატრიოტია
lash
22 ნოემბერი 2019 18:29
4
"პატრიოტი!" - კი, პირველი რაც გააკეთა თავისი შვილი დააბრუნა ნაკრებში. ეგეთი მენტალიტეტის ხალხი ნაკრებს საერთოდ არ უნდა მიაკარო, რომ სხვებისთვისაც ჭკუის სასწავლებელი იყოს.
ნიკ
23 ნოემბერი 2019 14:14
1
ჯერ დააბოქლომე
ვვვ
22 ნოემბერი 2019 18:02
6
1)მხოლოდ კერძო კლუბებისაგან უნდა შეიქმნას პროფლიგა და მისი 1-2 ლიგები,ასეთი ლიგა ყველაზე სუფთა და კონკურენტუნარიანი იქნება.
2) არავითარი საბიუჯეტიო ფინანსირება კლუბებს გარდა საპრიზოების
3) ეროვნული ნაკრების წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოში მოასპარეზე ფეხბურთელი.

თუ ეს სამი პირობა შესრულდება ანავე თანმიმდევრობით, რეზულტატიც დადგება!
jango
22 ნოემბერი 2019 17:44
18
ნამეტნავად "ჭკვიანი" ხარ ჯანგოია. ხანდისხან ფანჯარაში მაინც გაიხედე, სად ცხოვრობ, რა ქვეყანაში? სტადიონზე წადი, გაიგე რა ღირს ბილეთი, თუ დადის ხალხი, რატო არ დადის. ფეხბურთს ნუ უყურებ, იმიტომ რომ გაგებაში არ ხარ რა არის ფეხბურთი და მეორეც რასაც საქართველოში თამაშობენ სტადიონზე, იმას პროფფეხბურთი არ ქვია, ესეთ ფეხბურთს მეთევზეები, ტაქსისტები, მასწავლებლები და ა.შ. უდა თამაშობდნენ. ამის მერე ჩამოარაკრაკე როგორ "იღუპებიან" ქართველები უცხოეთში.
vaa
23 ნოემბერი 2019 12:56
0
როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს ძალიან ჯიუტად, სხვა ქვეყნებში და სხვა სისტემებში გასული ფეხბურთელები უკვე ვერ ეგუებიან ქართულ სტილს.ამის გარდა მათი მაღალი ხელფასები დიდი მოტივაციაა რომ თავს უფრთხილდნენ ნაკრებში თამაშის დროს, ამის მაგალითი არაერთი გაქვთ.მესამეც კიდევ ის რომ ქართული მენტალობის ხალხი ერთმანეთთან თუნდაც მეტოქეობაში ნათამაშები ერთმანეთს უფრო ადვილად უგებენ, იგივე ქართულ მწვრთნელებთან და ქართულ რეალობაში არიან, მათი შეკრებვა 4-5 -ჯერ მეტი სიხშირით შეიძლება , რაც ეფექტურობას რეალურად გაზრდის.ჩვენი საზღვარგარეთ გასული ვარსკვლავები მალე იწვებიან, პაპუნაშვილი,არაბიძე,ლობჟანიძე, ზივზივაძე,არაბული და მრავალის ჩამოთვლა შეიძლება, საზღვარგარეთმა მთლად ამოაგდო ფორმიდან ზივზივაძე 2წლით. ვისაც აქვს სურვილი ეროვნულ ნაკრებში მოხვდეს და ყველაფერი აკეთოს ამისათვის, მობრძანდეს. ეროვნული ნაკრების წევრები რომ კლუბებშია მათი იმიჯიც და ფასიც მეტია,ესეც დიდი პლიუსია ლიგისათვის. სინამდვილეში ჩემი ნება რომ იყოს 2-3 ფინანსურად ძლიერ ეროვნული ჩემპიონატის კლუბებში გავანაწილებდი ამ ნაკრების ხალხს და რეზულტატიც იქნებოდა.
ისე კი არ გაგეცინოთ მაგრამ დღევანელ ჩემპიონატშიც მოინახება ისეთი ხალხი რომელთა ნაკრები ბოლო სანაკრებო მატჩის გუნდს 10 დან 8 თამაშში დაამარცხებს.
აი ამით ჯერ კიდევ ვართ ძლიერები და ამას უნდა გამოყენება!
jango
22 ნოემბერი 2019 18:57
8
ყველა გამოხმაურება
ისეთი ისტერიაა ატეხილი ჟურნალისტების მხრიდან ვაისის წინააღმდეგ სოც ქსელებში და სპორტულ ჟურნალებში ეტყობა ფედერაციას გადაწყვეტილი აქვს ვაისის გაგდება. ეს საბოლოოდ დაასამარებს ფეხბურთს.
semi
22 ნოემბერი 2019 17:39
16
მართალია მიპს კოპეტენციაში არ შედის საქართველოს საფეხბურთო ნაჯრებს რაც შეეხება,მაგრამ მიპსი აზრი ნაინც საინტერესოა ჩვენი ნაკრების შესახებ.
+
22 ნოემბერი 2019 17:25
5
ციფრებში შენც ვერ გქონდა საქმე სახარბიელოდ. 6 წაგება, 1 ფრე , 3 მოგება. ამ მოგებებსაც ნუ ჩამომაწერინებ თუ ძმა ხარ ვისთან გქონდა.
QT
22 ნოემბერი 2019 17:08
8
ვაისს ხომ ამოეწურება ეხლა დეკემბერში კონტრაქტი და გავუშვათ და მოვიყვანოთ ცხადაძე ბევრად სჯობს ვაისსს და ცხადაძის ფეხბურთი ბევრათ სჯონს ვაისის ფეხბურთს ვაისმა ერთადეთი რაც კარგი გააკეთა ამ ხნის მამძილზე ჩაკვეტაძის გამოძახებაა ნაკრებში მეტი არაფერი
ტოტტი
22 ნოემბერი 2019 16:32
21
დღეს და ხვალ არა,მაგრამ არც ის მგონია,კიდევ დიდხანს მოგვიწიოს ცდა.
სოსო
22 ნოემბერი 2019 16:21
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული