ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

მცირედი რეგრესი - საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაქვეითდა

AutoSharing Option
ფიფამ თავის ოფიციალურ საიტზე ახალი მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრებს მცირედი რეგრესი აქვს.

"ჯვაროსნები" 90-ე პოზიციას იკავებდა, ახლა კი ერთი საფეხურით დაიწია უკან და 1267 ქულით 91-ე ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის თვეში ჩვენმა გუნდმა ორი შეხვედრა გამართა. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის გასვლით შეხვედრაში შვეიცარიასთან 0:1 დამარცხდა, ამხანაგურ მატჩში კი ასევე გასვლაზე ხორვატიასთან 1:2 წააგო.

რეიტინგს კვლავ ბელგიის ნაკრები ლიდერობს. მეორე პოზიციას - საფრანგეთი, მე-3 ადგილს კი ბრაზილია იკავებს.

მსოფლიო რეიტინგის ათეული ასე გამოიყურება:

1) ბელგია - 1765 ქულა
2) საფრანგეთი - 1733 ქულა
3) ბრაზილია - 1712 ქულა
4) ინგლისი - 1661 ქულა
5) ურუგვაი - 1645 ქულა
6) ხორვატია - 1642 ქულა
7) პორტუგალია - 1639 ქულა
8) ესპანეთი - 1636 ქულა
9) არგენტინა - 1623 ქულა
10) კოლუმბია - 1622 ქულა
ასევე დაგაინტერესებთ