საქართველოს ნაკრები ერთა ლიგა 2020/21-ზე განთესილთა შორის მოხვდა

AutoSharing Option
უეფამ ერთა ლიგის 2020/21 სეზონის გათამაშების წილისყრისთვის თავის საიტზე კალათები გამოაქვეყნა.

საქართველოს ნაკრები C დივიზიონში პირველ კალათაშია და განთესილთა შორისაა.

C დივიზიონი

კალათა 1: საბერძნეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, საქართველო
კალათა 2: ჩრდილოეთ მაკედონია, კოსოვო, ბელარუსი, კვიპროსი
კალათა 3: ესტონეთი, სლოვენია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი
კალათა 4: სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, მოლდოვა

A დივიზიონი

კალათა 1: პორტუგალია, ნიდერლანდები, ინგლისი, შვეიცარია
კალათა 2: ბელგია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია
კლათა 3: ბოსნია, უკრაინა, დანია, შვედეთი
კალათა 4: ხორვატია, პოლონეთი, გერმანია, ისლანდია

B დივიზიონი

კალათა 1: რუსეთი, ავსტრია, უელსი, ჩეხეთი
კალათა 2: შოტლანდია, ნორვეგია, სერბეთი, ფინეთი
კალათა
3: სლოვაკეთი, თურქეთი, ირლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია
კალათა 4: ბულგარეთი, ისრაელი, უნგრეთი, რუმინეთი

D დივიზიონი

კალათა 1: გიბრალტარი, ფარერები, ლატვია, ლიხტენშტაინი
კალათა 2: ანდორა, მალტა, სან-მარინო

ტურნირი ახალი ფორმატით ჩატარდება, ყველა ჯგუფი ოთხგუნდიანი იქნება, გარდა D დივიზიონის ერთი ჯგუფისა, რომელიც სამი ნაკრებით დაკომპლექტდება.

ტურნირის კენჭისყრა 2020 წლის 3 მარტს ამსტერდამში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
მოკლედ მეორე ქალათიდან ბელარუსია კიდევ ერთხელ რომ შეგვაფასონ :) მესამედან სლოვენიის გარდა ნებისმიერი.. და მეოთხედან აუცილებლად მოძმე სომხეთი! ერევანშიც უნდა ვატიროთ და თბილისშიც და დავანახოთ რომ როგორც არ უნდა დაეცეს ქართული ფეხბურთი მაგათზე წინ მაინც ვართ! ;)
აბა ნახეთ ;)
12 დეკემბერი 2019 01:24
0
სომხები და აზერები ერთად? ხო დაჭამეს ერთმანეთი..
zmo
05 დეკემბერი 2019 11:24
15
პირიქით, ერთ კალათაში არიან ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან. ჩვენ ჯგუფში რომ მოხვდეს რომელიმე მაგის ალბათობა მაღალია.
nik
05 დეკემბერი 2019 13:18
0
ანუ D დივიზიონის გამარჯვებული მოხვდება ევროპის ჩემპიონატზე? რა ფორმატია? დაგვაბრუნეთ D დივიზიონში!
ლაშა
05 დეკემბერი 2019 10:40
7
არა დ დივიზიონიდან ც დივიზიონსი აღზევებაზე იბრძოლებენ. დ დივიზიონიდან ვერავინ ვერ გავა ევროპაზე
გოგა
05 დეკემბერი 2019 12:48
1
თუ ისევ მსგავსი ფორმატია, გამოდის ჯგუფის მოგების მოგების შემთხვევაში საბერძნეთს გადავეყრებით ბოლოს, ნახევარფინალში ან ფინალში.
მსგავსი ფორმატია?
05 დეკემბერი 2019 07:04
2
ნიჭიერი ხარ შენ კოტე:) გეტყობა კარგად ერკვევი ფეხბურთში და ერთა ლიგის ფორმატში:)
გოგა
05 დეკემბერი 2019 15:48
1
რის ნახევარფინალში ან ფინალში? ერთა ლიგაზე პლეიოფები მხოლოდ "A" ჯგუფში ტარდება.
kote
05 დეკემბერი 2019 11:29
14
ფორმატი შეიცვალა
გუჯი
05 დეკემბერი 2019 04:16
0
და სომხეთი ყაზახეთი მოლდოვა აზერბაიჯანი რანაირად ავიდნენ ç დივიზიონში??????
გადევირიე
05 დეკემბერი 2019 01:15
6
საქართველო კვიპროსი ლიტვა მოლდოვა:)
გოგა
04 დეკემბერი 2019 23:51
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული