რა მოლოდინებია ბელარუსში საქართველოსთან მატჩისთვის - Sportall.ge ბელარუსს ჟურნალისტს გაესაუბრა

AutoSharing Option
საქართველოსთვისაც და ბელარუსისთვისაც მომავალი ოფიციალური მატჩები ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრი ისტორიული შანსია.

რა მოლოდინებია ბელარუსში და როგორ აფასებენ საქართელოს ნაკრებს. ამაზე სასაუბროდ ჩვენს ბელარუსელ კოლეგას, pressball.by-ს ჟურნალისტს არტემ ფანდოს დავუკავშირდით, რომელმაც ჩვენთან საკმაოდ გულახდილად ისაუბრა.

- თქვენი გადმოსახედიდან ვინ არის ყველაზე რთული მეტოქე: საქართველო, კოსოვო თუ ჩრდილოეთ მაკედონია?
- ბელარუსის ნაკრები ამ ოთხეულში აუტსაიდერია. ამიტომ ჩვენი გუნდისთვის ყველაზე ძნელი არის შემდეგი ნაბიჯი. ამჯერად კი პირველი მატჩი საქართველოსთან, რომელიც საკმაოდ რთულია რადგან გასვლითი შეხვედრაა. თუ მეკითხებით ამ ოთხეულის ფავორიტზე, გეტყვით რომ ყველაზე მეტი
შანსი კოსოვოს აქვს. მათმა გუნდმა დაამტკიცა თავისი ძალა ევრო 2020-ის შესარჩევში, მათ ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირ მოხვედრის შანსი ყველა ეტაპზე ჰქონდათ. ჯგუფური ეტაპის დასასრულს კი, მათ უიღბლობამ შეუშალა ხელი.

- როგორ შეაფასებდით საქართველოს ნაკრებს? რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდით?
- საქართველოს ნაკრებს ვაფასებ როგორც ძლიერ გუნდს. თქვენს გუნდს ჰქონდა ცუდი შედეგები ჯგუფურ ეტაპზე, თუმცა ცუდად არ გამოიყურებოდნენ. ძირითადად ამის მიზეზი უიღბლობა იყო. საქართველოს არ უჩვენებია ისეთი ცუდი თამაში, როგორც ჯგუფი დაასრულა.

თუ ვსაუბრობთ საუკეთესო ფეხბურთელზე, გიორგი ჩაკვეტაძეს გამოვარჩევ "გენტიდან", ის არის ახალგაზრდა ნიჭიერი და კრეატიული ფეხბურთელია. მსმენია, რომ მას ქართველმა ქომაგებმა ქართველი კაკა დაარქვეს. მე ვუყურე მის მომენტებს და ამ შეფასებას ვეთანხმები.

Sportall.Ge
ასევე ჩემთვის ცნობილია გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი, მე ჰოლანდიის ჩემპიონატს ვაშუქებ და მათ ბევრი შეხვედრას მაქვს ნაყურები. ისინი "ვიტესს" აძლიერებდნენ. თქვენ გყავთ ბევრი მოთამაშე საზღვარგარეთ, ეს შთამბეჭდავია. ბელარუსს არ ჰყავს ბევრი მოთამაშე კარგი ხარისხის ევროპის ჩემპიონატებში.

- როგორ დაახასიათებდით ბელარუსის ნაკრებს, რას გვეტყოდით მათ ძლიერ მხარეებზე? ამავდროულად როგორ შეაფასებთ მთავარ მწვრთნელ მიხეილ მარხელს?
- ბელარუსმა მწვრთნელი ზაფხულში შეიცვალა, ახალი მწვრთნელი მიხეილ მარხელი ცდილობს გუნდის განახლებას. ბევრი მოთამაშე გვყავს 30 წლის ზემოთ. მარხელი ნაკრებში იწვევს ახალგაზრდა ბიჭებს და მათ აძლევს სათამაშო დროს. ის ცდილობს შემტევი ფეხბურთის თამაშს.

მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველა საუკეთესო ვეტერანი ითამაშებს 2020 წლის მარტში. ეს მათი ბოლო შანსია, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდნენ. ჩვენი გუნდის ყველაზე საშიში ფეხბურთელი იჰარ სტასევიჩია, მიუხედავად იმისა რომ ის 35 წლისაა. ის ბორისოვის "ბატესა" და ეროვნული ნაკრების ლიდერია.

- როგორი მოლოდინია ქომაგებში, როგორ აფასებენ შანსებს?
- ვფიქრობ, რომ გულშემატკივრებში მოლოდინი მცირეა. ჩვენი ნაკრები დიდი ხანია ცუდ შედეგს აჩვენებს. არავის ჰგონია, რომ ბელარუსი უცებ უკეთესი გახდება და ევრო 2020-ის ბილეთს მოიგებს.

მაგრამ ჩვენ ამისთვის ორი გამარჯვება გვჭირდება (როგორც ყველა გუნდს ოთხეულში). ასე რომ, გულშემატკივრები ელოდებიან მარტს განსაკუთრებული იმედების გარეშე, თუმცა დიდი ინტერესით.

- გეგმავენ თუ არა ქომაგები თბილისში ჩამოსვლას?
- დიახ, ქომაგები მუდმივად დაჰყვებიან ბელარუსის ნაკრებს გასვლით შეხვედრებში. კითხვა მხოლოდ ის არის თუ რა რაოდენობა იქნება. ვფიქრობ თბილისში დაახლოებით 50-100-მდე გულშემატკივარი შეძლებს ჩამოსვლას.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მარტი მარტი მარტი ოხ ეს მარტი
Iboti
04:11 08-12-2019
0
ხომ მოგწონთ ამ კაცის საუბარი, მოდით ასეთი მოზომილები ვიყოთ ჩვენც. შემადგენლობებს თუ თვალს გადაავლებს კაცი - კოსოვო და მაკედონია აშკარად გვჯობნიან, აი ჩვენ და ბელორუსი ალბათ თანაბარი დონე ვართ ოდნავ წინ ვართ მოედნის უპირატესობით.
ლევანი
23:06 07-12-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული