prosports.kz: "ასტანამ" ვლადიმირ ვაისთან მოლაპარაკება დაიწყო

AutoSharing Option
ეს ინფორმაცია prosports.kz-ის ჟურნალისტმა ვლადიმირ ჟარკოვმა გაავრცელა. გთავაზობთ სრულად და უცვლელად:

"როგორც Prosports.kz-ისთვის გახდა ცნობილი, "ასტანა" ვლადიმირ ვაისს დაუკავშირდა და ყაზახეთის პრემიერლიგის ჩემპიონი გუნდის სათავეში ჩადგომა შესთავაზა.

როგორც ჩანს, "ასტანაში" რომან გრიგორჩუკის დღეები დათვლილია. ნურსულთანური კლუბი მთავარი მწვრთნელის პოსტზე ცნობილი სლოვაკი სპეციალისტის მიწვევით დაინტერესებულია.

თავად ვლადიმირ ვლადიმირის ძე თითქოს ყაზახეთში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის, სადაც სამი წლის განმავლობაში "ქაირათს" ედგა სათავეში, რომელთან ერთადაც ორჯერ მოიგო თასი და ამდენივეჯერ გახდა ჩემპიონატის ვერცხლისპრიზიორი.

ვაისის ყაზახეთში დაბრუნებას შეიძლება იმ გარემოებამ შეუშალოს ხელი, რომ
საქართველოს ნაკრებთან მოქმედი კონტრაქტი აქვს და ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია მასთან განშორებას არ აპირებს. მარტში ქართველ ფეხბურთელებს ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩები ელით და მათ ევრო 2020-ის ფინალურ სტადიაზე გასვლის რეალური პერსპექტივა გააჩნიათ, ასეთ სიტუაციაში კი სფფ მთავარი მწვრთნელის შეცვლას არ აპირებს.

თუმცა, თუ "ასტანა" ვაისს კარგ ფინანსურ პირობებს შესთავაზებს, თანაც ქართულ მხარეს კომპენსაციას გადაუხდის, "ქაირათის" ყოფილი თავკაცის მის მთავარ კონკურენტში მისვლა სავსებით შესაძლებელია".

გამოცემის ცნობით, ადრე ვაისი ამტკიცებდა, რომ "ქაირათის" გარდა, ყაზახეთში სხვა გუნდს არასოდეს გაწვრთნიდა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვოვა არ მიქარო.ევროპის ჩემპიონატზე გაგვიყვანე და ქართველი ხალხის სიყვარულზე ძვირფასს ვერ გადაგიხდიან ყაზახები.
საქართველო
23:59 18-12-2019
4
ამ ეტაპზე მწვრთნელის შეცვლა დაუშვებელია
giorgi
02:40 19-12-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული