გია ცეცაძე წავიდა - ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს გია ცეცაძე აღარ უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მიუხედავად ფეხბურთის ფედერაციის უდიდესი სურვილისა, გაეგრძელებინა გამოცდილ სპეციალისტთან თანამშრომლობა, მან გადაწყვიტა, რომ თავისი სამწვრთნელო კარიერა სხვაგან გაეგრძელებინა.

აღნიშნული ფაქტი ჩვენთვის ძალზე სამწუხაროა, მაგრამ პატივს ვცემთ გია ცეცაძის გადაწყვეტილებას.

როგორც მოგეხსენებათ, გია ცეცაძე 21-წლამდელთა ნაკრებს 2017 წლიდან წვრთნიდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ მადლობას უხდის გია ცეცაძეს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში", - წერია საიტის გაცხადებაში.

ვინ შეცვლის გია ცეცაძეს,
ჯერჯეობით უცნობია.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
რას ვერ ვიგებ იცით, შემადგენლობა გყავდეს ესეთი ბრძოლის უნარიანი და ასეთ შანსს ანიავებდე, მერე პრეტენზია გქონდეს მაგარ მწვრთნელობაზე არ მესმის, ეს გაწევ-გამოწევები და თქვენთვის შეინახეთ, ეს პროფესიული სპორტია და ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. ცეცაძემ ჩააგდო ეს ციკლი და კარგია რომ გადადგა სანამ არის კიდევ გასვლის თეორიული შანსი.
დათო
13:45 25-12-2019
2
ხუთიდან 3 წააგო. პლიუს 5 მატჩის დისკვალიფიკაცია აიკიდა. უნდა წასულიყო, აბა რა უნდა ექნა. სინდისიერი კაცი წავიდოდა. ოღონდ ეხლა დამცველები ნუ გამოხტებით, არც ვიწონებ და არც ვიწუნებ როგორც მწვრთნელს. კაცობაში ჯიგააარ.
kaira
12:25 25-12-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული