ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

გია ცეცაძე წავიდა - ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს გია ცეცაძე აღარ უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მიუხედავად ფეხბურთის ფედერაციის უდიდესი სურვილისა, გაეგრძელებინა გამოცდილ სპეციალისტთან თანამშრომლობა, მან გადაწყვიტა, რომ თავისი სამწვრთნელო კარიერა სხვაგან გაეგრძელებინა.

აღნიშნული ფაქტი ჩვენთვის ძალზე სამწუხაროა, მაგრამ პატივს ვცემთ გია ცეცაძის გადაწყვეტილებას.

როგორც მოგეხსენებათ, გია ცეცაძე 21-წლამდელთა ნაკრებს 2017 წლიდან წვრთნიდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ მადლობას უხდის გია ცეცაძეს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში", - წერია საიტის გაცხადებაში.

ვინ შეცვლის გია ცეცაძეს,
ჯერჯეობით უცნობია.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ