ვლადიმირ ვაისს სერბი დესპოტოვიჩი აქებს: ის შესანიშნავი მწვრთნელია

AutoSharing Option
რუსული "ორენბურგის" სერბმა თავდამსხმელმა ჯორჯე დესპოტოვიჩმა რუსულ sports-თან საუბარში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი შეაქო.

"ყაზახეთის ჩემპიონატის მესამე ან მეოთხე ტური იყო, როცა "კაირათს" შევხვდით და თამაშის მერე ვლადიმირ ვაისმა მითხრა: "შენ წაყვანას ახლავე ვეცდები. თუ არ გამოვიდა, ზამთარში მაინც გადაგიყვან. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე იყო. ვიჯექი ტალდიკორღანში და ვფიქრობდი, რომ იქ დავასრულებდი სეზონს. ამ დროს მირეკავს ვაისი და მეუბნება: "ჩაალაგე, "კაირათში" გადმოდიხარ!"

ვაისი - შესანიშნავი მწვრთნელია. ძალიან დამწყდა გული, რომ "კაირათი" მასთან ერთად ჩემპიონი ვერ გახდა. ჩემპიონატის
დასრულებამდე 4 ტურით ადრე "ასტანას" 4 ქულით ვუსწრებდით, თუმცა "ატირაუსთან" ფრედ, 0:0 ვითამაშეთ. სახლში "ასტანასთან" 0:1 დავმარცხდით და 2 ტურით ადრე უპირატესობა აღარ გვქონდა. იმ სეზონის შემდეგ ვაისი წავიდა.

ვლადიმირთან ერთად ინდივიდუალურად ბევრს ვმუშაობდით - მაჩვენებდა, როგორ უნდა გავხსნილიყავი სწორად, როგორ უნდა შემერჩია პაუზა დარტყმამდე. ის თვითონ კარგი ფეხბურთელი იყო და შვილიც ტოპ-მოთამაშედ აღზარდა", - აღნიშნა დესპოტოვიჩმა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული