15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს

AutoSharing Option
რუსული საიტი jam-news.net 15 საუკეთსო კავკასიელ ფეხბურთელზე წერს, უმრავლესობა, როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველია.

Sportall-ი გთავაზობთ სრული სტატიის თარგმანს.

"როცა ფეხბურთზე ვსაუბრობთ, კავკასიელებს საამაყოდ ბევრი მიზეზი გვაქვს. თუმცა ამ სიამაყეს ნოსტალგიის ელფერიც აქვს..."

ნიკიტა სიმონიანი

Sportall.Ge

სოხუმის საფეხბურთო სკოლის აღზრდილი ნიკიტა სიმონიანი საბჭოთა ფეხბურთის 40-50-იანი წლების, არამხოლოდ ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელიც იყო.  სიმონიანი დღემდე რჩება მოსკოვის "სპარტაკის" საუკეთესო ბომბარდირად - მის ანგარიშზე 160 გოლია. საბჭოთა კავშირის ოთხგზის ჩემპიონი როგორც ფეხბურთელი და სამგზის - როგორც მწვრთნელი. სიმონიანი მელბურნის 1956
წლის ოლიმპიური ჩემპიონიც გახალვთ.

დავიდ ყიფიანი

Sportall.Ge

დავით ყიფიანი საბჭოთა ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე იყო. მიუხედავად იმისა, რომ დავითს არ უწევდა სსრკ-ს ნაკრებში ხშირად ასპარეზობა, თბილისის "დინამოში" ფენომენალური თამაშის გამო მისი ცნობადობა საერთაშორისო დონეზე გაიზარდა. 1981 წელს "დინამო" თასების მფლობელთა თასს დაეუფლა, გუნდში უამრავი გამორჩეული ფეხბურთელი იყო, ხოლო დავითი - ყველაზე დიდი ვარსკვალვი. კარიერის დასრულების შემდეგ ყიფიანმა მწვრთნელობა დაიწყო. 2001 წლის 17 სექტემბერს ის ავტოკატასტროფაში, 49 წლის ასაკში დაიღუპა.

კახა კალაძე

Sportall.Ge

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყველა სფეროში სერიოზული კრიზისი დაიწყო. გამონაკლისი არც სპორტი იყო: ეროვნული ლიგების დონე უკიდურესად დაეცა. 90-იანების დასაწყისში კავკასიელმა სპორტსმენებმა ევროპული გუნდების ყურადღება მიიქციეს. თუმცა, არავის გაუმართლა ისე, როგორც კახა კალაძეს, რომელიც კავკასიელებში ყველაზე ტიტულოვანი და წარმატებული ფეხბურთელი აღმოჩნდა. კახა თბილისის "დინამოსთან" ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა, კიევის "დინამოს" შემადგენლობაში უკრაინის პირველობას დაეუფლა, იტალიურ "მილანში" კი ქვეყნის ჩემპიონი 2-ჯერ გახდა, მოახერხა ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონთა ლიგის 2-ჯერ მოგება, შემდეგ იყო ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ პოლიტიკაში წავიდა.

ვიტალი დარასელია

Sportall.Ge

აფხაზური ფეხბურთის აღზრდილი ვიტალი დარასელიას დებიუტი თბილისის "დინამოში" 17 წლის ასაკში შედგა. 20 წლის ასაკში კი სსრკ-ს ნაკრების ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშე იყო. ფენომენალური სისწრაფე, თავისებური ტექნიკა, მოედნის შესანიშნავი ხედვა და შრომისმოყვარეობა - ის მონაცემებია, რომლებმაც ვიტალი დარასელია თავის თაობის საუკეთესო ნახევარმცველად აქციეს. სწორედ მან გაიტანა გადამწყვეტი გოლი თასების მფლობელთა თასების ფინალში "კარლ ცაისის" კარში. ვიტალი 1982 წელს, 25 წლის ასაკში, ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა.

ვალერი გაზაევი

Sportall.Ge

70-80-იაინ წლების საბჭოთა ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თავდამსხმელი ვალერი გაზაევი იყო. სხვადასხვა დროს ის მოსკოვის "ლოკომოტივის", მოსკოვისა და თბილისის "დინამოების" ღირსებას იცავდა. მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ არანაკლებად წარმატებული სამწვრთნელო კარიერა ჰქონდა: 2005 წელს მან "ცსკას" ევროპა ლიგა მოაგებინა. იმავე წელს უეფამ წლის მწვრთნელად დაასახელა.

მურთაზ ხურცილავა

Sportall.Ge

ერთ-ერთი საუკეთესო მცველი საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ისტორიაში. ხურცილავა პირველი ქართველი იყო, რომელიც საბჭოთა ნაკრების კაპიტანი გახდა (მეორე ალექსანდრე ჩივაძე). იცავდა თბილისის "დინამოს" ღირსებას. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, ბედი მწვრთნელობაში სცადა.
ხორენ ოგანესიანი

Sportall.Ge
"არარატისა" და ზოგადად სომხეთის ლეგენდა. ადგილობრივ "არარატშო" ხორენმა 295 მატჩი ჩაატარა და 93 გოლი გაიტანა. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის გატანილი გოლების მაჩვენებლით სომხეთის უმაღლესი ლიგის რეკორდსმენია. დიდებულმა ტექნიკამ და გამძლეობამ საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ერთ-ერთ წამყვან ნახევარმცველად აქცია. 2005 წელს სომხეთში ჩატარდა გამოკითხვა, ვინ იყო XX საუკუნის საუკეთესო სომეხი ფეხბურთელი, გამოკითხვაში ოგანესიანმა ყველაზე მეტი ხმა დააგროვა.

ალექსანდრე ჩივაძე

Sportall.Ge

ჩივაძე - საბჭოური ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი იყო. სწორედ ის იყო იმ ლეგენდარული თბილისის "დინამოს" კაპიტანი, რომელმაც თასების მფლობელთა თასების ფინალში მოიგო. ალექსანდრე 3-დან ერთ-ერთი მცველია, რომელიც საბჭოთა კავშირში "წლის ფეხბურთელად" დასახელდა.

ლევონ იშტოიანი

Sportall.Ge

ლევონ იშტოიანი - ერევანის "არარატისა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების შემტევი იყო. 1973 წელს მისი გოლის წყალობით "არარატმა" კიევის "დინამო" სსრკ-ის თასის ფინალში დაამარცხა. იშტოიანი იმ პერიოდში უსაზღვრო პოპულარობით სარგებლობდა. მის მშობლიურ ქალაქ გიუმრიში მოსახლეობამ ქალაქის ცენტრში ლევონის ქანდაკების დადგმა მოითხოვა. მოსახლეობამ უარი მიიღო, მეორე დღეს კი ლენინის ქანდაკებას საღებავით 8-იანი დააწერეს (იშტოიანის ნომერი).

ანატოლი ბანიშევსკი

Sportall.Ge

ბანიშევსკი ბაქოში დაიბადა და გაიზარდა. ადგილობრივ "ნეფტჩიში" 16 წლის ასაკში მოხვდა და ძირითად გუნდშიც მალე გადავიდა. მაყურებელმა ბანიშევსკის თამაშის ნახვისთანავე აღიარა მისი დიდება. ბანიშევსკის სათამაშოდ ცნობილი საბჭოური გუნდები იწვევდნენ, თუმცა ანატოლი მშობლიურ "ნეფტჩიში" თამაშს აგრძელებდა. 19 წლის ასაკში ანატოლი სსრკ-ს ნაკრებში გამოიძახეს. აღსანიშნავია, რომ "მარაკანაზე" ბანიშევსკიმ ბრაზილიის ნაკრებს ულამაზესი გოლი გაუტანა. თამაში ფრე დასრულდა- 2:2.

ახრიკ ცვეიბა

Sportall.Ge

ახრიკ ცვეიბა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო. ის აფხაზური საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და პროფესიონალური კარიერია სოხუმის "დინამოდან" დაიწყო. გეოპოლიტიკური ცვლილების გამო, ახრიკი სხვადასხვა დროს თამაშობდა საბჭოთა კავშირის, დსთ-ის, უკრაინის და რუსეთის ნაკრებებში. ცვეიბა თანაგუნდელებს გამორჩეულად უყვარდათ, ფაქტობრივად ყველა ფეხბურთელი, ვინც მასთან თამაშობდა, ახრიკს საუკეთესო ადამიანად მოიხსენიებდა.

რამაზ შენგელია

Sportall.Ge

გოლის ისეთი ალღოთი, როგორიც რამაზ შენგელიას ჰქონდა, საბჭოთა კავშირის ფეხბურთში მხოლოდ ოლეგ ბლოხინი თუ დაიკვეხნიდა. რამაზი თითქმის ყოველთვის საჭირო დროსა და ადგილას აღმოჩნდებოდა ხოლმე. ამ ნიჭის წყალობით შენგელია ორჯერ გახდა სსრკ-ს ჩემპიონატის ბომბარდირი. 2012 წლის 21 ივნისს საკუთარ აგარაკზე გულის შეტევით გარდაიცვალა. მის სიკვდილს UEFA-ს მაშინდელი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი შემდეგნაირად გამოეხმაურა: "რამაზი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და გოლეადორი იყო."

ვლადიმერ გუცაევი

Sportall.Ge

19 წლის ასაკში ვლადიმერი უკვე თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში იყო. "დინამოს" ღირსებას გუცაევი კარიერის ბოლომდე იცავდა. ამ პერიოდში მან 303 შეხვედრა გამართა, რომლებშიც 47 გოლი გაიტანა. გახდა სსრკ-ს ჩემპიონი, ორჯერ აღმართა სსრკ-ის თასი და ერთხელაც თასების მფლობელთა თასი. 1981 წელს ვლადიმერს მადრიდის "რეალი" ეპატიჟებოდა, თუმცა გუცაევმა მადრიდელები უარით გაისტუმრა.

მიხეილ მესხი

Sportall.Ge

ამ სიის უპირობო ლიდერი, საქართველოს და საბჭოთა სპორტის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი და ფეხბურთელი. მიხეილ მესხი ფლობდა უნიკალურ ტექნიკას. თუ ბრაზილიურ ფეხბურთში არსებობდა "გარინჩას ცრუ მოძრაობა", საბჭოურ ფეხბურთში მასთან კონკურენცია "მესხის ცრუ მოძრაობას" შეეძლო. 50-60-იან წლებში მის დრიბლინგზე გულშემატკივარი აფანატებდა. ამბობენ, "დინამოს" გულშემატკივარი სტადიონის ცენტრში ჯდომას კი არა, არამედ, იმ ფრთაზე დაჯდომას ამჯობინებდა, სადაც მიხეილს უწევდა ყველაზე ხშირად ყოფნა, რათა მისი განსხვავებული დრიბლინგი უკეთ დაენახა.

სლავა მეტრეველი

Sportall.Ge

სლავა მეტრეველი ორჯერ გახდა სსრკ-ს ჩემპიონი: ერთხელ მოსკოვის "ტორპედოსთან" და შემდეგ თბილისის "დინამოსთან" ერთად. მის სხვა მიღწევებზეც შეიძლება საუბარი, თუმცა უკეთ რომ გავიაზროთ რა დონის ფეხბურთელი იყო სლავა, უნდა აღვნიშნოთ, რომ თავად ბრაზილიელმა პელემ სთოვა მეტრეველს მონაწილეობა მიეღო მის გამოსამშვიდობებელ მატჩში.
მკითხველის კომენტარები / 43 /
ვირეშმაკა ვანუა ვანია რაღა ყველაფრით მანიპულირებს....დოყლაპიებს დაინდოოობს....?
გრიშა
28 მაისი 2021 09:26
0
ამ სიაში განსაკუთრებულად გამოსარჩევი ამხ. ლევონ იშტოიანია. მსგავსი სიმპათიური ფეხბურთელი არც წარსულში ყოფილა, არც დღეს არის და ვერც მომავალში იარსებებს !
დ.დ.
27 მაისი 2021 15:25
1
ეს სია შედგენილია არა სიძლიერის და ტიტულების არამედ ეროვნებების მიხედვით და "აზერბაიჯანელი" ბანიშევსკი და აფხაზი ცვეიბა(!!!) მაგიტომ შეიყვანეს ! ცვეიბა ხიჩაგაშვილის ჩოხელის კეტაშვილის ცალი ფეხის დონე არაა ! (იმიტომ არ ვამბობ რომ აფხაზია ! არავითარი ეროვნულობის ხაზგასმა !)
ზურა222
12 მაისი 2021 01:39
0
სად სლავა და მიშა,სად კალაძე?ვისი შედგენილია ეს სისულელე?
888
20 მაისი 2020 09:54
14
სააკიანის საყვარელი ფეხბურთელი რომელია ? ის უნდა შეყვანათ კალაძის მაგივრად ხო ??
ზურა222
12 მაისი 2021 01:43
2
და ცვეიბა ამათთან სამარცხვინო არ არის?
: )))))))
29 ივლისი 2020 00:41
0
იშტოიანი,ალბათ სილამაზის გამო,არა?
დ.დ.
09 აპრილი 2020 04:38
5
კალაძეს ქართულ ფეხბურთში არაფერი გაუკეთებია ორი ავტოგოლის გარდა.
გივი
10 თებერვალი 2020 23:29
32
საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ნაკრებს მოუგო კალაძის მონაწილეობით!!! გაიხსენეთ ის დღე და უდიდესი სიხარული!!!
tngh
13 თებერვალი 2020 13:12
4
1 რამე მწყინს ძალიან. არსად არავინ ა რ ახსენებს გივი ჩოხელს. არა, მე საუკეთესოების სიაზე არ ვამბობ. სულ პატარა ბიჭი ვიყავი, 1964 წლის გაზაფხული იქნებოდა. დინამოზე თამაშია და მატჩის დაწყებისას გამოაცხადეს, რომ გივი ჩოხელი არჩეულია საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტნად. იმ თმაშის პირველივე ტაიმში დაამტვრიეს. და მგონი, მის მერე საერთოდ აღარ უთამაშია ფეხბურთი. სამწუხაროდ, რა თქმა უნდა არც ნაკრებში და შესაბამისად არც კაპიტნის სამკლავურით. მე მაინც ვთვლი, რომ პირველი ქართველი გივი ჩოხელი იყო სსრკ ნაკრების კაპიტანი. ეს ჩვენი ისტორიაა და გთხოვთ დაბეჭდეთ, მინდა რომ ახალგაზრდებმაც იცოდნენ, რამდენად დიდი ფეხბურთელი იყო ცხონებული გივი ჩოხელი.
alexandre
10 თებერვალი 2020 10:06
1
დიდებულმა ქართველმა ფეხბურთელმა გივი ჩოხელმა საკავშირო ნაკრებში ჩაატარა 19 ოფიციალური თამაში. კპიტანი იყო ერთხელ არაოფიციალურ ტამაშში (იხილეთ ქვემოთ იმ თამაშის პროტოკოლი). 1962 წლის შემდეგ ნაკრების ოფიციალურ თამაშებში არ მიუღია მონაწილეობა და 1964 წელს საერთოდ დაანება ტრავმის გამო თამაში
СССР - СССР (олимпийская) - 3:1 (0:0)
28 апреля 1963 г.
Товарищеский матч.
Москва. Центральный стадион им. В.И. Ленина. 20000 зрителей.
Судья: Иван Лукьянов (Москва).
СССР: Лев Яшин, Эдуард Дубинский (Геннадий Логофет, 46), Георгий Рябов (Валерий Дикарёв, 46), Гиви Чохели (к), Анатолий Крутиков, Николай Маношин, Слава Метревели, Станислав Завидонов, Игорь Численко (Галимзян Хусаинов, 46), Виктор Понедельник, Михаил Месхи.
Тренер: Никита Симонян.
СССР (олимпийская): Йонас Баужа (Анатолий Глухотко, ?), Вячеслав Семиглазов, Альберт Шестернёв, Василий Турянчик, Василий Данилов, Йожеф Сабо, Валерий Короленков (Андрей Биба, ?), Валерий Фадеев (Олег Базилевич, ?), Виктор Серебряников, Юрий Севидов, Валерий Лобановский (к).
Тренер: Вячеслав Соловьев.
Голы: Метревели (56 – с пенальти), Понедельник (80), Серебряников (84), Месхи (89).
Подробнее
juna
06 დეკემბერი 2020 23:27
0
ხო ეგ ისტორია არ ვიცი, მარა ზოგადათ ქართველებს მაგარი მარჯვენა მცველები, რომ გვყავდა ფაქტია, ჯერ გივი ჩოხელი, მერე რეზო ძოძუაშვილი, თენგიზ სულაქველიძე(ნაკრებში მაგ პოზიციაზე ირჯებოდა) ბოლოს გელა კეტაშვილი და ახლა რა გვჭირს არ ვიცი ამდენი წელია ნორმალური მარჯვენა მცველი არ გვეღირსა, ზემოთ ჩამოთვლილებს თავი დავანებოთ თამაზ კოსტავას და გოჩა მაჩაიძის ნახევარი დონს მაინც მოგვცა.
hhh
14 თებერვალი 2020 15:54
0
და საკუთარ კარში შეგნებულად თუ შეუგნებლად გამტანი თანაც ერთ თამაშზე ორი გოლის მაგით არავინ არ ამაყობს,აქ შოთი არველაძე და გიო ქინალაძე არ არიან აი ვინ არის საამაყო,ავტორო ფულის გამო ყველაფერი კი არ უნდა იკადრო,რა გადაგიხადა ეგეთი კალაძემ,საკუთარ პროფესიას რომ გაყიდი იქვე მთავრდება ყველაფერ
ლორდი
09 თებერვალი 2020 10:00
29
ლორდი, საკუთარი სახელით დაწერე ესეთი უაზრო, მიშამაგარიას სტილში კომენტარები. კახა კალაძე ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშეა პოსტსაბჭოთა სივრცეში და მოიკალი ახლა თავი. და ეს ფეხბურთელი დაამტვრია მიშამაგარიამ ნაკრების ერთერთი თამაშის წინ. ეს ისე, მეჟდუპროჩიმ - მიშამაგარიას პრეზიდენტობის კანდიდატის ენაზე რომ ვთქვათ.
alexandre
10 თებერვალი 2020 09:58
10
ძალიან სუსტი სტატია გამოგივიდათ შოვინისტო რუსებო. რა აბხაზური ფეხბურთიო??. ცვეიბა, გაზაევი, სიმონიანი ახსენეს და არ არიან პაიჭაძე, მაჩაიძე, გაბელია, არველაძე,ქინქლაძე,ქეცბაია, თეთრაძე, კალაძე, ცხადაძე,კობიაშვილი, დემეტრაძე
საქართველოსთვის!
09 თებერვალი 2020 09:39
9
კაია რომ საინტერესო სტატიებს აქვეყნებთ ზოგჯერ, მაგრამ უმეტესად ან ინფორმაციიის სიმწირე იგრძნობა ან დაუზუსტებლობა, არადა სანამ რამის წერას იწყებ უნდა გადაამოწმო, იმიტომ რომ ესააა შენი საქმე./ ცნობისთვის გუცაევს უარი არ უთქვამს რეალისთვის , უარი ათქმევინეს !!! ეს ორი კი სულ სხვადასხვა რამეს ნიშნავს !!! / და რატომ ათქმევინეს ეს ცალკე ისტორია თუ მოძებნი ინტერნეტში ნახავ შენ თვითონ,/ მე მეზარება მაგდენი წერა ..
Vasili
08 თებერვალი 2020 18:34
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული