ბელარუსში 15 თებერვლიდან, როდის გაიყიდება ჩვენთან მარტის ბილეთები?

AutoSharing Option
26 მარტს საქართველოს ნაკრები ბელარუსის ეროვნულ გუნდს ისტორიულ მატჩში დაუპირისპირდება. გამარჯვებული კი ერთა ლიგის ფინალურ მატჩს უმასპინძლებს, სადაც ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შეხვედრაში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ამ ოთხეულში საუკეთესო კი ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

გულშემატკივრებისათვის აქტუალური კითხვაა, თუ როდის დაიწყება ბილეთების გაყიდვა. ჩვენ ნაკრების პრესსამსახურში ვცადეთ ინფორმაცის გადამოწმება, სადაც გვითხრეს რომ ზუსტად ვერ გვეტყვიან და ინფორმაცია წინასწარ დაანონსდება.

თუმცა ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციამ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომ ადგილობრივ საიტზე ბილეთების გაყიდვა 15 თებერვალს
დაიწყება. ამავდროულად ფედერაციამ აქტიური წინასამატჩო კამპანია დაიწყო, გულშემატკივრებს განახლებულ ფან-შოპსა და სხვადასხვა ტუროპერატორების ტურებს სთავაზობენ.


საქართველოში ჯერჯერობით ფედერაციის მხრიდან რაიმე სახის აქტივობა არ ყოფილა, ვიმედოვნოთ მალე დაიწყება. შეგახსენებთ საქართველოსა და ბელარუსის მატჩი 26 მარტს 21:00 საათზე "დინამო არენაზე" გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
რაღაც დიდი იმედგაცრუების სუნი მცემს და ნეტა ვცდებოდე. ბელარუსიას ბურთს დავახევთო და ბევრი ესეთი განცხადება მსმენია და მერე მსაჯზე გადაბრალებები და ა.შ. ჩაკვე ფორმაში არაა, ოქრიაშვილის იმედი როგორ უნდა გქონდეს მაგრამ ეგეც დამტვრეულია, ანანიძეც ეხლა იწყებს თამაშს. ვინაა ვისი იმედი უნდა გვქონდეს?
nedved
10 თებერვალი 2020 00:00
7
თავიდან ძალიან იმედიანად ვიყავი მაგრამ რა იმედი... ფეხბურთელების უმეტესობა საშინელ ფორმაშია ან ტრანვა აქვს ფედერაციაც არაფერს აკეთებს.
giorgi
09 თებერვალი 2020 17:52
12
ტრამვა, მ მ
გადასარევი გიორგი
09 თებერვალი 2020 22:54
6
ტრანვა არა, ტრავმაა ეგ...
zura
09 თებერვალი 2020 21:04
0
ყველა დიდ შედეგს წინ უსრებს პატარ-პატარა შედეგები,სანამ ხორვატია მსოფლიოს ფინალში ითამაშებდა წინა წლები ლიგის ფინალებში ხორვატებს გაქონდათ გოლები.........მოკლედ ბელორუსიის გუდები თამაშობენ ევროტურნირებს ქართულებისგან განსხვავებით ამიტომ უპირატესობა აქვთ
გიო
09 თებერვალი 2020 15:50
2
საქართველოს ნაკრების პანშოპის ასორტიმენტი როდის განახლდება?
mgeli megreli
09 თებერვალი 2020 15:27
0
მა რააა!!! თფუი. ის უფრო გამიკვირდებოდა რამე აქტივობები რო დაეწყოთ და ფანშოპში ფასდაკლება მოეწყოთ. პირიქით მაისურებს მოუმატეთ ფასი შანსი გაქვთ ფული იშოვოთ.როგორ შეიძლება ხალხს ზეიმი გაულამაზოთ
ტიმო
09 თებერვალი 2020 14:24
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული