ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ბელარუსი ფეხბურთელი: საქართველოს ნაკრები არც გერმანიაა და არც ნიდერლანდები

AutoSharing Option
ტულის "არსენალის" ახალწვეულმა, ბელარუსმა ფეხბურთელმა იური კოვალიოვმა რუსულ myslo.ru-სთან კომენტარი ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალის შესახებ გააკეთა.

"ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრებთან შანსები 50/50-ზეა. პატივისცემის მიუხედავად, საქართველო არც ნიდერლანდები და არც გერმანია არ არის. ეს გუნდები შესარჩევ ეტაპზე ჩვენს ქვეჯგუფში იყვნენ. შემდეგ ეტაპზე გასვლას ვეცდებით", - აღნიშნა კოვალიოვმა.

საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებ გუნდებს შორის ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალური შეხვედრა 26 მარტს, თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართება. ამ შეხვედრაში გამარჯვებული ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალში ჩრ. მაკედონიასა და კოსოვოს შორის მოგებულს საკუთარ
მოედანზე შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ