ბელარუსის ნაკრები მზადებას თვე-ნახევრით ადრე იწყებს

AutoSharing Option
ისევე, როგორც საქართველოსთვის, ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებისათვის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ისტორიულ მოვლენად შეიძლება იქცეს. 26 მარტს  "დინამო არენაზე" გაირკვევა იმ გუნდის ვინაობა, რომელიც ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალში ევრო 2020-ის საგზურისთვის ითამაშებს.

როგორც მოგეხსენებათ, ბელარუსის ნაკრების ფეხბურთელების უმრავლესობა ქვეყნის ჩემპიონატში თამაშობს, ბელარუსის პრემიერლიგაში კი პაუზაა და შეჯიბრი გაზაფხულამდე არ განახლდება. მოთამაშეების ფორმაში შესაყვანად, "თეთრმა რუსებმა" ერთა ლიგის ნახევარფინალამდე 1,5 თვით ადრე დაიწყეს მზადება.

მიხეილ მარხელის შეგირდები 19 თებერვლიდან არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში იწყებენ შეკრებას.

ჩვენს მეტოქეს ორი ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი. პირველი
მეტოქე უზბეკეთის ეროვნული ნაკრები იქნება, რომელსაც ქალაქ სარაჯაში დაუპირისპირდებიან. 24 თებერვალს ბელარუსები ბულგარეთს ესტუმრებიან და 26-ში კი სოფიაში, ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

მიხეილ მარხელმა შეკრებაზე ეს ფეხბურთელები გამოიძახა:

მეკარეები

  • ალექსანდრ გუტორი (სოლიგორსკის "შახტიორი")
  • პაველ პავლიუჩენკო (ბრესტის "დინამო")
  • მაქსიმ პლოტნიკოვი (მინსკის "დინამო") - დაემატება ბულგარეთში

მცველები

  • სერგეი პოლიტევიჩი, სერგეი მატვეიჩიკი, იგორ ბურკო (სოლიგორსკის "შახტიორი")
  • ალექსანდრ პავლოვეცი (ბრესტის "დინამო")
  • მაქსიმ შვეცოვი (მინსკის "დინამო")
  • კირილ პეჩენინი (ბრესტის "დინამო") - დაემატება ბულგარეთში
ნახევარდაცვა

  • სტანისლავ დრაგუნი, იგორ სტასევიჩი, პაველ ნიხაიჩიკი (ბორისოვის "ბატე")
  • მიხაილ გორდეიჩუკი, რომან იუზეპჩუკი (ბრესტის "დინამო")
  • ნიკიტა კორზუნი ("ვილაფრანკენეშე")
  • იური კენდიში, დმიტრი პოდსტრელოვი (სოლიგორსკის "შახტიორი")
  • ივან ბახარი (მინსკის "დინამო")
  • ევგენი იაბლონსკი (ბატე), ევგენი შევჩენკო (ბრესტის "დინამო"), ვლადისლავ კლიმოვიჩი (მინსკის "დინამო") - დაემატება ბულგარეთში
თავდასხმა

  • დენის ლაპტევი (ბრესტის "დინამო")
  • მაქსიმ სკავიში ("ბატე")
  • ვიტალი ლისაკოვიჩი ("შახტიორი")
  • ვსევოლოდ სადოვსკი (ბრესტის "დინამო") - დაემატება ბულგარეთში
მკითხველის კომენტარები / 25 /
სულ რო დორტმუნდის ხელა სტადიონი გვქონდეს ეგ კლასს ვერ მოგვმატებს ქილიკი რო ბელარუსია ასე და ისე არც ჩვენ ვართ მეტი თვე ნახევარი საკმარისზე მეტია იმისთვის რო ბელარუსიის მსგავსი ნაკრები ნახევარფინალში გახდეს ფავორიტი როცა ჩვენ მხოლოდ 3 დღე გვაქ თან კარგ ვარიანტში ფინალისთვის ძალების აღდენის დრო არ გვექნება მათ კი თვე ნახე ვარი აქვთ თვე ნახევარში არაპროფესიონალებისგანაც კი დააყენებ ანგარიშგასაწევ თერთმეტეულს
ნოდო
13 თებერვალი 2020 10:46
9
როგორც ჩვენთვის ასევე ბელარუსებისთვისაც შანსია ევროპაზე მოხვდნენ. ყველაფერს გააკეთებენ რომ კარგად მოემზადონ. მათი მთავარი ამოცანა იქნება გოლი არ გაუშვან, მკაცრი დაცვა და კონტრშეტევებზე თამაში. იმედი აქვთ რომ გავლენ.

მე პირიქით მგონია, თბილისში მათი შანსი მინიმალურია. მოტივირებულ ჩვენს ნაკრებთთან და სავსე ტრიბუნებთან ძალიან გაუჭირდებათ.
ქომაგი
13 თებერვალი 2020 16:50
1
ჯობდა საერთოდ არ მოგვეგო ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი! მაქსიმუმ ბელორუსიას გავცდეთ!
რომანი
13 თებერვალი 2020 12:54
12
ჯობდა ასეთი კომენტარი საერთოდ არ დაგეწერათ.
ლირიკა
14 თებერვალი 2020 02:25
0
ჩვენ გენტში გყვავს 2 ნაკრების მოთამაშე, თქვენ არ გყავთ!! არაფერი შეგეშალოთ
რომანა
13 თებერვალი 2020 11:20
2
Chen ragac dzaan tavdajerebulebi vart da ar gamogvisvan trakshi tetra rusebma
Geo
13 თებერვალი 2020 10:59
8
ფედერაციამ რა ქნას ნაკრებში რომელშიც თითქმის ყველა ლეგიონერია???ადარენ ბელარუსს ოთხი კაცი უყავს ლეგიონერი კაიტ რაა ნუ წაიღეთ ტვინი ერთი თამაში ერთი გინდი ერთი მოგენა ეგ გვინდა და არა ყველაფერში (დაუსაბუდებლად)გედერაციის ლამხღვა
L.J.
13 თებერვალი 2020 15:42
0
მე მგონი ბელარუსი თეთრ რუსს არ ნიშნავს, არამედ რომელიღაც ვიკინგური (ან გერმანული) ტომის სახელია-"ბელლ(ა)როსა". გაიხსენეთ -"ბარბაროსა". ან ვიღაც "როსს"ები რომლებიც რიურიკის ბელადობით ჩამოვიდნენ და არაფრისგან შეუქმნეს სამთავროები, რომელთაც შემდგომში "როს-ია" ეწოდა.
ara
13 თებერვალი 2020 16:19
3
ჩვენ რად გვინდა უკვე მზად ვართ. თავგასიებულს უკვე დალაგებული აქვს სტრატეგია და ტაქტიკა
las
13 თებერვალი 2020 13:06
6
გიო მეგობარო ლუკაშენკო ბელორუდიდ ტურრბს გადადებს მოიგონებს და დაამტკიცებს რა პრობლემაა:))და ამხანაგური თამაში მართლა ერთი საჭირო არი თან ჩვენზე სუსტ გუნდთან მაგაში გეთანხმები,დალშე გედერაცია ვერაფერს იზამს
L.J.
13 თებერვალი 2020 15:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული