დანაკლისი ბელარუსის ნაკრებში - ჩვენს მეტოქეს კაპიტანი, მეკარე და შემტევი გამოაკლდა

AutoSharing Option
ბელარუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ეროვნული გუნდის კაპიტანმა ალეკსანდრ მარტინოვიჩმა ბარძაყის უკანა კუნთები გაიწყვიტა და 7 კვირა გაუცდება.

მარტინოვიჩმა, რომელიც "კრასნოდარის" ვიცე-კაპიტანიც გახლავთ, ტრავმა გუშინ, 17 თებერვალს, "მიოლდესთან" გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო.

"ძალიან ძნელია დღეს ალეკსანდრის დაზიანების საბოლოო ვერდიქტზე საუბარი, თუმცა ვარაუდობენ, რომ მას 7 კვირამდე გაუცდება.

სამწუხაროა, რომ გუტორი და ჩიჩკანიც გამოგვაკლდნენ. ამიტომაა საჭირო შეკრება, რათა ფორსმაჟორულ სიტუაციაში ცვლილებების შეტანა შევძლოთ. ბუნებრივია, ნაკრებშიც არის ტრავმის მიღების შანსი, როგორც კლუბში. ასეთია ცხოვრება. ეს ნებისმიერ დროს
შეიძლება მოხდეს", - უთხრა მარხელმა "პრესსბოლს".

altგეგა დიასამიძე: ბელარუსები ამბობენ, საქართველოს ნაკრებს გოლს გავუტანთ და მერე დაცვაში ჩავჯდებითო

მკითხველის კომენტარები / 9 /
ეგეც მყავდეს კარლოსი ან მალდინი რა.., მაგათი სტილი და ტაქტიკა არ იცვლება... არც დიდი ხეირია და არც დიდი ზარალი ეგ ჩვენთვის !
მწარე
18 თებერვალი 2020 18:07
0
ბილეთებზე რაღაცას მაიმუნობენ,ფულის მონები ისე იზამენ სპეკულიანტებს გააყიდინებენ და ნახევარი სტადიონი ცარიელი იქნება... ბილეთების საიტზე შევდივა და 2 დღეა ბილეთებს ვერ ვყიდულობ!
zura
18 თებერვალი 2020 17:05
2
მე გუშინ ვიყიდე 3 ბილეთი . რატომ ვერ ყიდულობ
75*
18 თებერვალი 2020 20:01
4
ვირეშმაკობენ...
ბათუმის ფანი
18 თებერვალი 2020 14:59
6
შემოგდებული თემა არ იყოს ,რათა ვოთომ დაგვაიმედონ
გულშემატკივარი
18 თებერვალი 2020 14:44
7
ამათთან თუ დასაიმედებლად გვაქვს საქმე რა გვესაქმება ევროპაზე.D
hhh
18 თებერვალი 2020 15:41
0
რაღაცას მაიმუნობენ, ამ საბჭოური მენტალიტეტიდან გამომდინარე. ვითომ გვიმალავენ ფეხბურთელებს :))
არმენა
18 თებერვალი 2020 14:37
4
მშვენიერია, 2-0;3-0 უნდა მოვუგოთ მშვიდად და ძალები დავზოგოთ მაკედონიისთვის
გიორგი
18 თებერვალი 2020 14:28
5
ჯერ გადი მერე მაკედონია და მერე თქვი ჰოპ
ნოდო
18 თებერვალი 2020 20:49
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული