ქუთაისის "ტორპედო" მეორე ლეგიონერით გაძლიერდა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" უკრაინელი ნახევარმცველი დაიმატა, - იტყობინება ქუთაისური კლუბი "ფეისბუქის" გვერდით.

"ტორპედოსა" და ნახევარმცველ ივან ბობკოს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც, უკრაინელი ფეხბურთელი შემდეგ სეზონში ჩვენს გუნდში ითამაშებს.

29 წლის უკრაინელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან კონტრაქტს ამის შემდეგ გააფორმებს.

ჩვენი ახალწვეული 2010-დან 2014 წლამდე "ჩერნომორეცის" ღირსებას იცავდა, საიდანაც "მეტალისტში" გადაბარგდა, 2016 წელს კი "დებრეცენის" მაისური მოირგო. მისი ბოლო კლუბი ყაზახური "ოკჟეპტესი" იყო".

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ "ტორპედოში" სერბი ვანია მარკოვიჩი გადავიდა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რამ შეგაზარათ ხალხო ქართული ასოები. რა ჯანდაბაა ეს ამოდენა მოთხრობების ლათინური ასოებით წერა?ასე გეკაიფებათ? მოდერატორ შენ საით იყურები?
Jango
19 თებერვალი 2020 16:24
2
შე კაცო ქართული შრიფტით მაინც დაწერე.სადა გაქვს მაგდენი ნებისყოფა,მაზოხისტი ხარ ან არ გინდა ვინმემ რომ წაიკითხოს?
ლ.გიო
19 თებერვალი 2020 16:00
1
Damijeret Aravisze naklebi legionerebi ar arian arc bobko da arc markovichi vinc wels saqartveloshi chamovida. Ar dagvaviwydes Gundshi sul 10 dgea rac axali mflobeli movida, tan ra dros satransfero periodi rom araa gaxsnili umravles qveynebshi da fexburtelebis archevac ro shesabamisad shezgudulia . Davacadot cotac maninis romelic yvelanairad cdilobs mosamzadebeli es mokle dro gunds ar daetyos uaryofitad. Exlac chamodis xutshabats da 2 kvira qutaisshi iqneba. Bazis da akademiis proeqtzec mushaobs seriozuli gegmebi aqvs. Sasiketo zvrebia Federaciac apirebs qutaisshi safexburto akademiis ashenebas rac udidesi warmateba iqneba aramarto qalaqistvis sadac 1 normaluri skola ar arsebobda amden xans ise zrdida fexburtelebs
Mtlianad qveynistvis xo warmogidgeniat torpedo sul male isev erti tavit magla iqneba rogoc es bolo wlebshi iko da tu vinme sheva evroturnirebis jgufshi amas mxolod qutaisuri klubi tu moaxerxebs darwmunebuli ikavit amashi xolo vinc dabogmilebi da chasafrebulebi xart civi wyali daliet da daizinen amit mainc verafers shecvlit am klubis tkvenda ara sasiketod mixvdeba yvela visac es exeba
Apogonos
19 თებერვალი 2020 12:31
7
G.LA ამ „ამ ვიღაცეების“ დამატებაში კეთდება ფული ზუსტად.და ასეთი მახინაციების გამო გაიქცნენ ზუსტად ტორპედოდან ის ჩინელი ინვესტორები.
წარმატებები ტორპედოს!
Jordan Beli
19 თებერვალი 2020 11:29
11
ოკჟეპტესის დაწუნებული ფეხბურთელი რა უნდა იყოს, სად ნახულობენ ასეთ ფეხბურთელებს? ჯობია თავიაანთი გაზდილები ათამაშონ ამ ვიღაცეების დამატებას.
G.LA
18 თებერვალი 2020 23:20
27

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული