საქართველო-ბელარუსის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა!

AutoSharing Option
ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. 26 მარტს საქართველო-ბელარუსის შეხვედრის ბილეთების ონლაინრეალიზაცია 15 თებერვლიდან TKT.ge-ზე მიმდინარეობდა, ფიზიკური გაყიდვა კი "დინამო არენის" სალაროებში 22 თებერვლიდან დაიწყო.​

გულშემატკივართა საყურადღებოდ: ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის საშინაო თამაშების ყველა ბილეთზე მითითებულია კონკრეტული შესასვლელი. გთხოვთ, სტადიონზე მოსახვედრად გამოიყენოთ ბილეთზე მითითებული კარი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: სიგარეტის, ელექტრონული სიგარეტისა და თამბაქოს სხვა ნაწარმის მოხმარება საქართველოში არსებულ ყველა სტადიონზე აკრძალულია. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით სტადიონზე ქცევის წესებს.

საქართველოსა და ბელარუსს შორის ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის შეხვედრა
თბილისის "დინამო არენაზე" 26 მარტს, 21:00 საათზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 7 /
სამწუხაროდ , საქართველოში არ ვიმყოფები და ვერც თამაშის დღეს ვიქნები მანდ . მაგრად გამისწორდება, თუ კი თამაშის დაწყებამდე იქნება ტრიბუნები სავსე და სამაგალითო გულშემატკივრობის მეშვეობითაც ლამაზად მოვიგებთ თამაშს
Homer
27 თებერვალი 2020 08:39
0
რა აზრი აქვს სტადიონი მაინც 55-ე წუთზე გაივსება. ხალხი ფულს იხდის და ნახევარ თამაშს უყურებს. ეს მგონი მარტო საქართველოში ხდება
David
26 თებერვალი 2020 21:52
2
100% გეთანხმები! აუცილებლად გამოსასწორებელი გვაქ თამაშზე დასწრების კულტურა. თამაში 21:00ზე იწყება და კარი იღება 18:00ზე. ერთ-ერთი მთავარი მუღამი ჩვენი ბიჭების გამოსვლა და საქართველოს ჰიმნია, ამიტომ ნუ დავაგვიანებთ სტადიონზე ))
Biannkoneri
27 თებერვალი 2020 13:15
0
ბარიგები კი არა ბილეთების 90%-ს ბიძინა იყიდიდა სპეციალურად რომ სტადიონი ცარიელი იყოს და ხალხმა ფეხბურთს ვერ უყუროს, თვითონ კიდევ ტელევიზორთან იჯდება და ცარიელი სტადიონის დანახვაზე ულვაშებში (მანამდე მოუშვებს) ჩაიცინებს ხოლმე...
zura
26 თებერვალი 2020 21:17
30
გასაგებია , რომ იხუმრე, მაგრამ ბანძი ხუმრობა იყო
Homer
27 თებერვალი 2020 08:36
3
60% ბარიგებს ექნებათ
v
26 თებერვალი 2020 19:42
4
აბა რა! ისეთი კორუფციაა ქვეყანაში,რო ამ შანს ხელიდან როგორ გაუშვებდა ფედერაცია.
გოგა
26 თებერვალი 2020 19:58
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული