საქართველო-ბელარუსის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა!

AutoSharing Option
ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. 26 მარტს საქართველო-ბელარუსის შეხვედრის ბილეთების ონლაინრეალიზაცია 15 თებერვლიდან TKT.ge-ზე მიმდინარეობდა, ფიზიკური გაყიდვა კი "დინამო არენის" სალაროებში 22 თებერვლიდან დაიწყო.​

გულშემატკივართა საყურადღებოდ: ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის საშინაო თამაშების ყველა ბილეთზე მითითებულია კონკრეტული შესასვლელი. გთხოვთ, სტადიონზე მოსახვედრად გამოიყენოთ ბილეთზე მითითებული კარი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: სიგარეტის, ელექტრონული სიგარეტისა და თამბაქოს სხვა ნაწარმის მოხმარება საქართველოში არსებულ ყველა სტადიონზე აკრძალულია. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით სტადიონზე ქცევის წესებს.

საქართველოსა და ბელარუსს შორის ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის შეხვედრა
თბილისის "დინამო არენაზე" 26 მარტს, 21:00 საათზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 7 /
სამწუხაროდ , საქართველოში არ ვიმყოფები და ვერც თამაშის დღეს ვიქნები მანდ . მაგრად გამისწორდება, თუ კი თამაშის დაწყებამდე იქნება ტრიბუნები სავსე და სამაგალითო გულშემატკივრობის მეშვეობითაც ლამაზად მოვიგებთ თამაშს
Homer
08:39 27-02-2020
0
რა აზრი აქვს სტადიონი მაინც 55-ე წუთზე გაივსება. ხალხი ფულს იხდის და ნახევარ თამაშს უყურებს. ეს მგონი მარტო საქართველოში ხდება
David
21:52 26-02-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული