ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველო-ბელარუსის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა!

AutoSharing Option
ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. 26 მარტს საქართველო-ბელარუსის შეხვედრის ბილეთების ონლაინრეალიზაცია 15 თებერვლიდან TKT.ge-ზე მიმდინარეობდა, ფიზიკური გაყიდვა კი "დინამო არენის" სალაროებში 22 თებერვლიდან დაიწყო.​

გულშემატკივართა საყურადღებოდ: ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის საშინაო თამაშების ყველა ბილეთზე მითითებულია კონკრეტული შესასვლელი. გთხოვთ, სტადიონზე მოსახვედრად გამოიყენოთ ბილეთზე მითითებული კარი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: სიგარეტის, ელექტრონული სიგარეტისა და თამბაქოს სხვა ნაწარმის მოხმარება საქართველოში არსებულ ყველა სტადიონზე აკრძალულია. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით სტადიონზე ქცევის წესებს.

საქართველოსა და ბელარუსს შორის ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის შეხვედრა
თბილისის "დინამო არენაზე" 26 მარტს, 21:00 საათზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით