ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

[მკითხველთა ფორუმი] კონკურენცია ცენტრალურ დაცვაში - რომელი წყვილი ჯობია?

AutoSharing Option
26 მარტამდე ზუსტად 16 დღე დარჩა. ჩვენ ვაგრძელებთ რუბრიკას "მკითხველთა ფორუმი" და ამჯერად ცენტრალური მცველის პოზიციაზე ვისაუბროთ.

შეფასებაში მონაწილეობისთვის გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულება - გამოკითხვაში მონაწილეობით ან კომენტარის სახით.

ცენტრალური მცველის პოზიციაზე საკმაოდ კარგი კონკურენცია გვაქვს. გვყავს სამი მთავარი კანდიდატურა: საბა კვირკველია, გია გრიგალავა და გურამ კაშია; ორი კი შესაძლო კანდიდატურა - დავით ხოჭოლავა და ჯიმი ტაბიძე.

რას ფიქრობთ, რომელ წყვილს დააყენებს ვლადიმირ ვაისი ძირითად შემადგენლობაში?

საბა კვირკველია


Sportall.Ge

  • ასაკი - 28 წლის
  • სიმაღლე - 1.96 მ
  • სათამაშო ადგილი - მოსკოვის "ლოკომოტივი" (რუსეთი, პრემიერლიგა,
    მე-4 ადგილი)
  • ფასი "ტრანსფერმარკეტზე" - 8 მილიონი ევრო
  • სანაკრებო სტატისტიკა - 45-ჯერ იყო განაცხადში, 31-ჯერ ძირითად შემადგენლობაში, 5-ჯერ შევიდა შეცვლაზე. აქვს გაკეთებული 1 საგოლე გადაცემა
  • ყველაზე კარგი მატჩი ნაკრებში - 07.06.16 - ესპანეთი-საქართველო 0:1
  • ყველაზე ცუდი მატჩი ნაკრებში - 03.06.16 - რუმინეთი-საქართველო 5:1
  • საკლუბო კარიერა - "ზენიტი 2", "რუბინი", "ნეფტეხიმიკი", მოსკოვის "ლოკომოტივი"
  • კლუბებში ჩატარებული ოფიციალური შეხვედრა - 232 მატჩი, 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემა
  • მიმდინარე სეზონი - 5 მატჩი (მათ შორის ერთი ჩემპიონთა ლიგაზე "ატლეტიკოს" წინააღმდეგ)


გურამ კაშია


Sportall.Ge

  • ასაკი - 32 წლის
  • სიმაღლე - 1.85 მ
  • სათამაშო ადგილი - "სან ხოსე" (ამერიკა, მლს, მე-11 ადგილი)
  • ფასი "ტრანსფერმარკეტზე" - 850 000 ევრო
  • სანაკრებო სტატისტიკა - 85-ჯერ იყო განაცხადში, 76-ჯერ ძირითად შემადგენლობაში, 3-ჯერ შევიდა შეცვლაზე.  2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა.
  • ყველაზე კარგი მატჩი ნაკრებში - 04.09.15 - საქართველო-შოტლანდია 1:0
  • ყველაზე ცუდი მატჩი ნაკრებში - 03.06.16 - რუმინეთი-საქართველო 5:1
  • საკლუბო კარიერა - "დინამო", "ვიტესი", "სან ხოსე"
  • კლუბებში ჩატარებული ოფიციალური შეხვედრა - 347 მატჩი, 27 გოლი და 19 საგოლე გადაცემა
  • მიმდინარე სეზონი - 2 მატჩი (154 წუთი)


გია გრიგალავა


Sportall.Ge

  • ასაკი - 30 წლის
  • სიმაღლე - 1.90 მ
  • სათამაშო ადგილი - ტულის "არსენალი" (რუსეთი, პრემიერლიგა, მე-6 ადგილი)
  • ფასი "ტრანსფერმარკეტზე" - 2.5 მილიონი ევრო
  • სანაკრებო სტატისტიკა - 38-ჯერ იყო განაცხადში, 28-ჯერ ძირითად შემადგენლობაში, 3-ჯერ შევიდა შეცვლაზე.
  • ყველაზე კარგი მატჩი ნაკრებში - 06.09.13 - საქართველო-საფრანგეთი 0:0
  • ყველაზე ცუდი მატჩი ნაკრებში - 14.11.14 - საქართველო-პოლონეთი 0:4
  • საკლუბო კარიერა - "როსტოვი", "მოსკოვი", "სკა როსტოვი", "ვოლგა", "ანჟი", "სამარა", "პაფოსი", "ეთნიკოსი", ტულის "არსენალი"
  • კლუბებში ჩატარებული ოფიციალური შეხვედრა - 246 მატჩი, 10 გოლი და 3 საგოლე გადაცემა.
  • მიმდინარე სეზონი - 22 მატჩი - 1 გოლი

დავით ხოჭოლავა


Sportall.Ge
  • ასაკი - 27 წლის
  • სიმაღლე - 1.92 მ
  • სათამაშო ადგილი - "შახტარი" (უკრაინა, პრემიერლიგა, პირველი ადგილი)
  • ფასი "ტრანსფერმარკეტზე" - 4 მილიონი ევრო
  • სანაკრებო სტატისტიკა - 26-ჯერ იყო განაცხადში, 14-ჯერ ძირითად შემადგენლობაში, 7-ჯერ შევიდა შეცვლაზე. აქვს გაკეთებული 2 საგოლე გადაცემა
  • ყველაზე კარგი მატჩი ნაკრებში - 28.03.17 - საქართველო-ლატვია 5:0
  • ყველაზე ცუდი მატჩი ნაკრებში - 19.11.19 - ხორვატია-საქართველო 2:1
  • საკლუბო კარიერა - "მეტალურგი", "საბურთალო", "სიონი", თბილისის "დინამო", "კოლხეთი", "შუქურა", "ჩერნომორეცი", "შახტარი"
  • კლუბებში ჩატარებული ოფიციალური შეხვედრა - 136 მატჩი, 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა
  • მიმდინარე სეზონი - 8 მატჩი

ჯიმი ტაბიძე


Sportall.Ge
  • ასაკი - 23 წლის
  • სიმაღლე - 1.87 მ
  • სათამაშო ადგილი - "უფა" (რუსეთი, პრემიერლიგა, მე-8 ადგილი)
  • ფასი "ტრანსფერმარკეტზე" - 2.5 მილიონი ევრო
  • სანაკრებო სტატისტიკა - 20-ჯერ იყო განაცხადში, 9-ჯერ ძირითად შემადგენლობაში, 2-ჯერ შევიდა შეცვლაზე. 1 გოლი
  • ყველაზე კარგი მატჩი ნაკრებში - 27.03.18 - საქართველო-ესტონეთი 2:0
  • ყველაზე ცუდი მატჩი ნაკრებში - 25.01.17 - იორდანია-საქართველო 1:0
  • საკლუბო კარიერა - "საბურთალო" "გენტი 2", "ურალი", "უფა"
  • კლუბებში ჩატარებული ოფიციალური შეხვედრა - 63 მატჩი, 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემა
  • მიმდინარე სეზონი - 18 მატჩი, 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა
  • გამოკითხვა