ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ჩატარდება თუ არა უმაყურებლოდ საქართველო VS ბელარუსი - რას ამბობენ სფფ-ში

AutoSharing Option
26 მარტს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსს უმასპინძლებს. კორონავირუსის გამო პრესაში გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა, მატჩი გადაიდოს ან უმაყურებლოდ ჩატარდეს.

Sportall.ge უახლესი ინფორმაციის მისაღებად სფფ-ს დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

ფეხბურთის ფედერაციაში გვითხრეს, რომ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, რაც აქამდე არასდროს ყოფილა და დამატებით დეტალებზე საუბარი რამდენიმე დღეში უფრო შესაძლებელი იქნება.

აქვე გეტყვით, რომ დღეს ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის გამო ძიუდოს გრან პრი თბილისში აღარ გაიმართება.

ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება
მიღებული ერთა ლიგის მატჩისთვის. 26 მარტს ქართული ფეხბურთისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებაა...