ლევან კობიაშვილი უეფას: მაყურებლისთვის სტადიონის კარის დაკეტვა პრობლემის მოგვარების გზა არ არის

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სოციალური ქსელის საშუალებით უეფას მიმართავს.

"მაშინ, როდესაც მსოფლიოში ყოველდღიურად იზრდება ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, მაყურებლის გარეშე საერთაშორისო მატჩების გამართვა გამოსავალი არ არის, რადგან ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მგზავრობით საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება უწევთ.

თითოეულმა ფედერაციამ, უეფასთან ერთად, უნდა ვიზრუნოთ არა მხოლოდ გულშემატკივრის უსაფრთხოებაზე, არამედ ჩვენი ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე! ამ საკითხზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ.

მაყურებლისთვის სტადიონის კარის დაკეტვა პრობლემის მოგვარების გზა არ არის" - დაწერა ლევან კობიაშვილმა "ფეისბუქში".

უეფას: მაყურებლისთვის სტადიონის კარის დაკეტვა პრობლემის მოგვარების გზა არ არის" style="height: 50px; width: 50px;" />უეფას პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილს მისალოცი წერილი მისწერა: შთამბეჭდავია ის ენთუზიაზმი, რომლითაც ფეხბურთის განვითარებას უწყობთ ხელს


მკითხველის კომენტარები / 20 /
ჟურნალისტებო გთხოვთ მიაწვდინოთ ხმა ფედერაციას ცარიელ სტადიონზე ნუ ჩაატარებენ... უკიდურეს შემთხვევაში გადავადება თამაშის
soso
15:00 11-03-2020
1
მეგობრებო მემგონი ბევრი ვერ ჩაწვდა ფედერაციის(კობიაშვილის) მიმართვის აზრს. იქიდან გამომდინარე, რომ საქმე იქით მიყავს UEFA-ს, რომ ყველა მატჩი, მათ შორის ჩვენიც, უნდა რომ ჩაატაროს მაყურებლის გარეშე, ფედერაციის მხრიდან კი თხოვნა/მოთხოვნაა, რომ გადაიდოს თამაში, რადგან არ გვინდა გულშემატკივრებისგან დაცლილ სტადიონზე თამაში.
Bachuki
17:54 11-03-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული