ლევან კობიაშვილი უეფას: მაყურებლისთვის სტადიონის კარის დაკეტვა პრობლემის მოგვარების გზა არ არის

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სოციალური ქსელის საშუალებით უეფას მიმართავს.

"მაშინ, როდესაც მსოფლიოში ყოველდღიურად იზრდება ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, მაყურებლის გარეშე საერთაშორისო მატჩების გამართვა გამოსავალი არ არის, რადგან ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მგზავრობით საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება უწევთ.

თითოეულმა ფედერაციამ, უეფასთან ერთად, უნდა ვიზრუნოთ არა მხოლოდ გულშემატკივრის უსაფრთხოებაზე, არამედ ჩვენი ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე! ამ საკითხზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ.

მაყურებლისთვის სტადიონის კარის დაკეტვა პრობლემის მოგვარების გზა არ არის" - დაწერა ლევან კობიაშვილმა "ფეისბუქში".

უეფას: მაყურებლისთვის სტადიონის კარის დაკეტვა პრობლემის მოგვარების გზა არ არის" style="height: 50px; width: 50px;" />უეფას პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილს მისალოცი წერილი მისწერა: შთამბეჭდავია ის ენთუზიაზმი, რომლითაც ფეხბურთის განვითარებას უწყობთ ხელს


მკითხველის კომენტარები / 20 /
ილონ მასკის არ იყვეს, რა, გენიოსის გამოხედვა აქვს?
გიორგი
07:19 12-03-2020
0
მერე, ყვირილის დროს, "ბაცილაცების", ამ შემთხვევაში კორონავირუსის პირიდან ამოფრქვევები არ მოხდება? ამ ქვეყანაში, ყველა თავის სწიამოვნებაძე როგორ ფიქრობს.
სჯობს სახლში იყვიროთ.
07:17 12-03-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული