ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

"კობიაშვილის ეს წერილი წყლის ნაყვაა" - სანდრო ცნობილაძე სფფ-ის პრეზიდენტის პოსტს ეხმაურება

AutoSharing Option
სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი სანდრო ცნობილაძე სოციალური ქსელის მეშვეობით ლევან კობიაშვილის უეფასადმი მიმართვას გამოეხმაურა.

როგორც იცით, სფფ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ "Twitter-ში" პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველო-ბელარუსის მატჩის უმაყურებლოდ ჩატარება და გულშემატკივრისთვის კარის დაკეტვა გამოსავალი არ არის.

ცნობილაძე წერს, რომ კობიაშვილის ეს წერილი წყლის ნაყვაა და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე სფფ-მ უნდა აიღოს.

"მივეჩვიოთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, მათ შორის, კრიტიკულ სიტუაციებში. ლევან კობიაშვილის მიმართვა უეფასადმი წყლის ნაყვაა. გასაგებია, რომ უმაყურებლოდ ჩატარებას გვირჩევნია თამაშის გადადება, მაგრამ უეფა არ იძლევა რეკომენდაციებს!!!
მით უმეტეს, არ "დააქანსელებს" (გააუქმებს - რედ. შენიშვნა) თამაშებს!!! სახელმწიფო სტრუქტურებს იმიტომ ვუხდით ფულს, რომ მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები და არ უნდა ჰქონდეთ ისეთი რიტორიკა, როგორიც ჰქონდათ, მაგალითად, დოლარის გაუფასურებაზე, როდესაც ყველაფერი საგარეო შოკებს ბრალდებოდა. სახელმწიფოს ფულს იმიტომ ვუხდი, რომ საგარეო შოკებსაც გაუმკლავდეს და საშინაოსაც!!! სფფ კი ჩვენს რეალობაში სახელმწიფო სტრუქტურაა!!!" - წერს ცნობილაძე.

Sportall.Ge

ასევე დაგაინტერესებთ