ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

"მატჩის 26 მარტს გამართვა წარმოუდგენელია" - დავით მუჯირი საქართველო - ბელარუსის შეხვედრაზე

AutoSharing Option
"პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი გახლდათ, რომელმაც 26 მარტს გასამართ საქართველო-ბელარუსის მატჩზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, სფფ-მ უეფას თხოვნით მიმართა, რომ აღნიშნული მატჩი გადაიდოს. როგორც მუჯირი აღნიშნავს, წარმოუდგენლად ჩანს, რომ 26 მარტს შეხვედრა შედგეს.

მისი თქმით, მგზავრობა ფეხბურთელებისთვისაც დამატებითი ხიფათის მომტანი იქნება და გულშემატკივრებიც დაცულნი არ იქნებიან.

მუჯირმა განაცხადა, რომ მოლოდინის რეჟიმში არიან, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსმა უამრავ სპორტულ ღონისძიებას შეუქმნა პრობლემა და გამონაკლისი არც საქართველოა. კიდევ ერთხელ
შეგახსენებთ, დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების სარაგბო დაპირისპირება უმაყურებლოდ ჩატარდება.

ასევე დაგაინტერესებთ