ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ფიფას განახლებულ რეიტინგში საქართველოს ნაკრების პოზიცია უცვლელია

AutoSharing Option
ფიფამ "კოკა კოლას" რეიტინგი განაახლა, თუმცა გასაგები მიზეზების გამო ნაკრები გუნდებისათვის ადგილი არ შეუცვლია და საქართველოს ეროვნული გუნდი ისევ 91-ე პოზიციას იკავებს.

აღსანიშნავია, რომ წინა წელი ჩვენმა გუნდმა ამავე პოზიციაზე დაასრულა და ისტორიის მანძილზე საშუალო ადგილიც "კოკა კოლას" რეიტინგში საქართველოს ნაკრებისთვის 91-ე გახლავთ.

კორონავირუსის პანდემიის გამო ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის განახლდება სანაკრებო მატჩები და როდის ჩაატარებს ჩვენი გუნდი მომავალ შეხვედრას.