პსჟ-მა ფეხბურთელებს ხელფასების შემცირებისთვის მიმართა, მათ კი...

AutoSharing Option
ფრანგული გამოცემა L'Equipe-ის ინფორმაციით, "პარი სენ ჟერმენი" ისევ ვერ ახერხებს თავის ფეხბურთელებთან ხელფასის შემცირებაზე შეთანხმებას.

წყაროს ცნობით, კლუბმა აღნიშნულ საკითხზე ფეხბურთელებთან კომპრომისის მიღწევა ვერ მოახერხა. მოთამაშეების ინტერესებს კი ხელმძღვანელობასთან ბრაზილიელები: ტიაგო სილვა და მარკინიოსი წარმოადგენენ.

მოლაპარაკებები უკვე ჩიხშია შესული, რადგან ფეხბურთელებმა გასამრჯელოს შემცირებაზე მტკიცე უარი განაცხადეს.

პარიზულ კლუბში ითვალეს, ითვალეს და დაადგინეს, რომ კორონავირუსის გამო პსჟ-მა შესაძლოა, 240 მილიონი ევრო დაკარგოს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვერატი კი ამბობდა ფულის გამო არ ვთამაშობთ პსჟ_შიო???!!
ტუხელი
13:23 29-04-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული