ფრანგული გამოცემა L'Equipe-ის ინფორმაციით, "პარი სენ ჟერმენი" ისევ ვერ ახერხებს თავის ფეხბურთელებთან ხელფასის შემცირებაზე შეთანხმებას.
წყაროს ცნობით, კლუბმა აღნიშნულ საკითხზე ფეხბურთელებთან კომპრომისის მიღწევა ვერ მოახერხა. მოთამაშეების ინტერესებს კი ხელმძღვანელობასთან ბრაზილიელები: ტიაგო სილვა და მარკინიოსი წარმოადგენენ.
მოლაპარაკებები უკვე ჩიხშია შესული, რადგან ფეხბურთელებმა გასამრჯელოს შემცირებაზე მტკიცე უარი განაცხადეს.
პარიზულ კლუბში ითვალეს, ითვალეს და დაადგინეს, რომ კორონავირუსის გამო პსჟ-მა შესაძლოა, 240 მილიონი ევრო დაკარგოს.