ფოტო:gff.ge
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ვლადიმირ ვაისს შორის, კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ ახალი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც სლოვაკი სპეციალისტი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობას 2020 წლის დეკემბრის ბოლომდე აგრძელებს.
უცვლელი რჩება სლოვაკი სპეციალისტის სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობაც.
ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე 2016 წლის მარტიდან მუშაობს. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებმა 40 მატჩი ჩაატარა. სლოვაკ სპეციალისტთან ერთად საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის პირველი გათამაშების დ ლიგის გამარჯვებული გახდა და ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის პლეიოფში იბრძვის.
მომზადებულია gff.ge-ის მიხედვით
რამდენი პრინციპული მატჩი მოიგო საქართველოს ნაკრებმა მისი ხელმძღავნელობით??
ამხანაგურ თამაშებში დადებული შედეგი არ ნიშნავს არაფერს? ორი ციკლის მანძილზე გუნდმა ვერც ერთი პრინციპული შეხვედრა ვერ მოიგო ბოლოს წინა ადგილი ორივე ციკლში პირველ ციკლში საერთოდ თამაში ვერ მოვიგეთ და მეორეში 2 მოგება და ეგეც მხოლოდ გიბრალტართან და ახლა ერთა ლიგის ის ქვეჯგუფი იყოო ძალიან დაბალი დონე და იქ ნებისმიერი მწვრთნელი დადებდა შედეგს ამ შემადგენლობის საქართველოს ნაკრებით და ამ მწვრთნელს არ შეუძლია დამტკიცა უკვე რომ გუნდი ათამაშოს აგრესიულად შემტევ სტილში და მოიგოს პრინციპული შეხვედრები და ჩემი აზრით უნდა გაეშვათ და სასწრაფოდ მოეყვანად სხვა მწვრთნელი ამ პერიოდში შეიძლებოდა რამდენიმე კარგი მწვრთნელიდან ამორჩევა ვინც იცნობს ქართულ ფეხბურთს და ქართულ ნაკრებს.