ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებში რჩება - ახალი კონტრაქტი გაფორმებულია

AutoSharing Option
ფოტო:gff.ge

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ვლადიმირ ვაისს შორის, კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ ახალი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც სლოვაკი სპეციალისტი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობას 2020 წლის დეკემბრის ბოლომდე აგრძელებს.

უცვლელი რჩება სლოვაკი სპეციალისტის სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობაც.

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე 2016 წლის მარტიდან მუშაობს. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებმა 40 მატჩი ჩაატარა. სლოვაკ სპეციალისტთან ერთად საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის პირველი გათამაშების დ ლიგის გამარჯვებული გახდა და ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის პლეიოფში იბრძვის.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის მარტში დაგეგმილი ევრო 2020-ის პლეიოფის მატჩები მსოფლიო პანდემიის გამო, ამ ეტაპისთვის მიმდინარე წლის შემოდგომისთვის გადაიდო.


მომზადებულია gff.ge-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 23 /
ამდროსთვის მშვენიერია ბელორუსთან მან უნდა გაიყვანოს გუნდი!!! უფრო ძლიერი ფეხბურთელებით უკეთეს შედეგსაც დადებდა
beqa
23 მაისი 2020 16:10
3
როგორც არ უნდა მომხდარიყო ამ ეტაპზე ეს კაცი უნდა დარჩენილიყო, ძალიან მნიშვნელოვანი თამაშებია მოახლოებული, სხვა რომ მოეყვანათ ესეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში რას იზამდა??? ან ამ კაცმა ლაპარაკი არ იცის ან კიდევ ვერ გვითარგმნიან ნორმალურად!!! აქედან ვთხოვ და იქნება რამენაირად შეძლონ "ბურთი და მოედანი" რომ არის გადაცემა იქ მიიწვიონ ეს კაცი და ის მთელი 2 საათი ამ კაცს დაუთმონ რომ გავიგოთ მისი ხედვები რა, სილკსპორტის მესვეურებს ვთხოვ თუ შესაძლებელია ეს გადაცემა რამენაირად გააკეთონ, ხოლო თუ უარზეა ვაისი ეგაც გვითხრან!!!
zaza
23 მაისი 2020 22:59
4
თქვენ მარტო სხვაზე დაყრდნობით წერეთ და სხვებთან გაკეთებული ინტერვიუები თარგმნეთ. ნეტა ვაისი ცოცხლად თუ მაინც გყავთ ნანახი?
ave
24 მაისი 2020 01:33
1
მე არ მახსოვს ამ კაცის არც ინტერვიუ ჟურნალისტებთან არც ვრცელი სტატია არც ურთიერთობა გულშემატკივართან რა ნაკრებს აშენებს რა გუნდს აყალიბებს რა მიზანი აქვს საქართველოს ნაკრებთან ერთად და საერთოდ არც ცხოვრობს საქართველოში რატო?? ასეთი უყურადღებობა ჩემი აზრით ეს შეცდომა ცხადაძეც და ქეცბაიაც ეკონტაქებოდნენ ჟურნალისტებს იღებდნენ მონაწილეობას გადაცემებში და საუბრობდნენ ყველაფერზე ძალიან ხშირად მოგვწონდა თუ არ მოგვწონდა მწვრთნელი ეს მისი ვალდებულება იყო რო გამოსულიყოო და ელაპრაკა და ეს კაცი მე არსად არ მინახია სადაც რაიმე ვრცელი ინტერვიუ ქონოდა და კრიტიკული კითხვებისთვის ეპასუხაა.
Giorgi
23 მაისი 2020 22:29
0
ერთი ნორმალური ინტერვიუ ან ტელეგადაცემა ვერ ჩაწერეს ამ კაცთან! გუცაევმა მაინც მიიწვიოს ტელეგადაცემაში "ტაიმაუტი"! ამდენი ხანია მუშაობს ვაისი ნაკრებში და შეკითხვები აღარ დაგროვდა!? მითუმეტეს კობიაშვილი ბოლომდე ენდობა ამ კაცს!
მწვრთნელი
23 მაისი 2020 17:17
1
ვეთანხმები ყველას ვინც ვაისთან ინტერვიუს ითხოვს! ყველაფერს რო თავი გავანებოთ მას ხო ჩვენი ჯიბიდან ვუხდით ხელფასს? ხელფასს რომელიც არც კი ვიცით რამდენი აქვს. არ ვიცი იმიტო რო უბრალოდ არ გვეუბნება ფედერაცია, სამაგიეროდ თამაშებზე დასწრებას გვთხოვენ, რაზეც თხოვნა ქართველ გულშემატკივარს არ ჭირდება და ყველაზე მაგრა იცის გვერდში დგომა!
baba
24 მაისი 2020 01:28
0
ისე მართლა ამდენი ხანია Მწვრთნელია ეს კაცი და რატო არავინ არ თხოვს რომ ჟურნალისტებს შეხვდეს და თავისი გეგმების Შესახებ ისაუბროს.მითუმეტეს კონტრაქტი გაუგრძელეს და ხალხმა ხომ უნდა იცოდეს რა და როგორ. Ჟურნალისტებმაც ცოტა იაქტიურეთ,ქართველ მწვრთნელთან კი იყავით ერთ ამბავში.
კახა ქ.
24 მაისი 2020 00:55
1
ამ ეტაპზე ვფიქრობ, ასე სჯობს.
100%
23 მაისი 2020 23:10
6
ძალიანაც კარგი! ჩემი აზრით, ამ სიტუაციაში და ამ ფეხბურთელებით უკეთეს შედეგს ვერავინ მიაღწევდა
მერაბი
23 მაისი 2020 20:34
11
ეს უკვე მარაზმია რა,ყველა დაგვცინის.მხოლოდ ფედერაციაა კმაყოფილი.
მამული
23 მაისი 2020 19:53
29

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული