ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებში რჩება - ახალი კონტრაქტი გაფორმებულია

AutoSharing Option
ფოტო:gff.ge

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ვლადიმირ ვაისს შორის, კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ ახალი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც სლოვაკი სპეციალისტი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობას 2020 წლის დეკემბრის ბოლომდე აგრძელებს.

უცვლელი რჩება სლოვაკი სპეციალისტის სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობაც.

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე 2016 წლის მარტიდან მუშაობს. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებმა 40 მატჩი ჩაატარა. სლოვაკ სპეციალისტთან ერთად საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის პირველი გათამაშების დ ლიგის გამარჯვებული გახდა და ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის პლეიოფში იბრძვის.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის მარტში დაგეგმილი ევრო 2020-ის პლეიოფის მატჩები მსოფლიო პანდემიის გამო, ამ ეტაპისთვის მიმდინარე წლის შემოდგომისთვის გადაიდო.


მომზადებულია gff.ge-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 23 /
ვაი თქვენს პატრონს!!! გაუგრზელეთ გაუგრზელეთ აბა რა! ვარსკვლავებს ეთამაშებიან:), ეგეთ მწვრთნელს სად ვიპოვით!!!!
სანდრო
28 მაისი 2020 16:35
1
ვითომ გულშემატკივრებო დაოკდით...კარგია,მე მივესალმები.
ბაჩი
26 მაისი 2020 15:55
2
ვაისი რომ წასასვლელია ეგ გასაგებია, მიზეზი ბევრია, მაგრამ ეხლა გამოცვლა კარგს არაფერს მოუტანს ნაკრებს. ამ ორი (იმედია ორის) თამაშის შემდეგ უნდა წავიდეს, ან თავაწეული ან თავჩაღუნული, ოღონდ უნდა წავიდეს!
გიორგი გორგაძე
25 მაისი 2020 05:18
3
ეს რა მითხარით, გავგიჟდი კაცი სიხარულისგან, აბა გავსულვართ ევროპაზე და ეგაა. ვაისი არა შვანცკი
War
25 მაისი 2020 01:05
1
ვითხოვთ ინტერვიუს ვაისთან რომელიმე საფეხბურთო გადაცემაში სპორტულ ჯურნალისტებთან ერთად ))
beqa
24 მაისი 2020 14:04
1
არ ვიცი რატომ, მაგრამ გამეხარდა.
x.x
24 მაისი 2020 12:31
5
ურა და ვაშა!!!:)))
emigranti
24 მაისი 2020 03:29
3
დამნიშნეთ ნაკრების მენეჯერად და ნახეთ რა ნაკრებს შევქმნი.
ფეოლა
24 მაისი 2020 02:25
7
თქვენ მარტო სხვაზე დაყრდნობით წერეთ და სხვებთან გაკეთებული ინტერვიუები თარგმნეთ. ნეტა ვაისი ცოცხლად თუ მაინც გყავთ ნანახი?
ave
24 მაისი 2020 01:33
1
ვეთანხმები ყველას ვინც ვაისთან ინტერვიუს ითხოვს! ყველაფერს რო თავი გავანებოთ მას ხო ჩვენი ჯიბიდან ვუხდით ხელფასს? ხელფასს რომელიც არც კი ვიცით რამდენი აქვს. არ ვიცი იმიტო რო უბრალოდ არ გვეუბნება ფედერაცია, სამაგიეროდ თამაშებზე დასწრებას გვთხოვენ, რაზეც თხოვნა ქართველ გულშემატკივარს არ ჭირდება და ყველაზე მაგრა იცის გვერდში დგომა!
baba
24 მაისი 2020 01:28
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული