ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებში რჩება - ახალი კონტრაქტი გაფორმებულია

AutoSharing Option
ფოტო:gff.ge

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ვლადიმირ ვაისს შორის, კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ ახალი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც სლოვაკი სპეციალისტი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობას 2020 წლის დეკემბრის ბოლომდე აგრძელებს.

უცვლელი რჩება სლოვაკი სპეციალისტის სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობაც.

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე 2016 წლის მარტიდან მუშაობს. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებმა 40 მატჩი ჩაატარა. სლოვაკ სპეციალისტთან ერთად საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის პირველი გათამაშების დ ლიგის გამარჯვებული გახდა და ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის პლეიოფში იბრძვის.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის მარტში დაგეგმილი ევრო 2020-ის პლეიოფის მატჩები მსოფლიო პანდემიის გამო, ამ ეტაპისთვის მიმდინარე წლის შემოდგომისთვის გადაიდო.


მომზადებულია gff.ge-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 23 /
ამდროსთვის მშვენიერია ბელორუსთან მან უნდა გაიყვანოს გუნდი!!! უფრო ძლიერი ფეხბურთელებით უკეთეს შედეგსაც დადებდა
beqa
16:10 23-05-2020
3
როგორც არ უნდა მომხდარიყო ამ ეტაპზე ეს კაცი უნდა დარჩენილიყო, ძალიან მნიშვნელოვანი თამაშებია მოახლოებული, სხვა რომ მოეყვანათ ესეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში რას იზამდა??? ან ამ კაცმა ლაპარაკი არ იცის ან კიდევ ვერ გვითარგმნიან ნორმალურად!!! აქედან ვთხოვ და იქნება რამენაირად შეძლონ "ბურთი და მოედანი" რომ არის გადაცემა იქ მიიწვიონ ეს კაცი და ის მთელი 2 საათი ამ კაცს დაუთმონ რომ გავიგოთ მისი ხედვები რა, სილკსპორტის მესვეურებს ვთხოვ თუ შესაძლებელია ეს გადაცემა რამენაირად გააკეთონ, ხოლო თუ უარზეა ვაისი ეგაც გვითხრან!!!
zaza
22:59 23-05-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული