ბელარუსი მწვრთნელი: ევრო 2020-ზე გასვლის ბრწყინვალე შანსები გვაქვს!

AutoSharing Option
ბელარუსის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ალეკსანდრ კულჩიმ, რომელიც ამჟამად მოსკოვის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელია, ინტერვიუ sportbox.ru-ს მისცა და მშობლიური ნაკრების ევრო 2020-ზე გასვლის შანსებზე ისაუბრა.

"ბელარუსის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ბრწყინვალე შანსი აქვს! მხოლოდ 2 მატჩის მოგებაღა დაგვრჩა. მოწინააღმდეგეები ჩვენი დონის გუნდებია, ჯერ საქართველო და შემდეგ კი მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებული.

ქართველებსა და მაკედონიელებს, მართალია, საზღვარგარეთის ჩემპიონატებში უფრო მეტი ფეხბურთელი ჰყავთ წარმოდგენილი, თუმცა ჩვენც გვყავს ბიჭები რუსეთის პრემიერლიგაში - მარტინოვიჩი, სივაკოვი.

ცხადია, ბელარუსი ფეხბურთელების უმრავლესობა შიდა ჩემპიონატში რომ თამაშობს, ჩვენს
წისქვილზე წყალს არ ასხამს, სულ სხვა სისწრაფეებია, როგორც ზოგადი სპორტული დონე.

ადრე უცხო ქვეყნებში გურენკო, გლები, კუტუზოვი თამაშობდნენ, თან ტოპ-ჩემპიონატებში - ესპანეთის, ინგლისის, იტალიის ლიგებში", - განაცხადა კულჩიმ.

მოგეხსენებათ, ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალური მატჩები გაურკვეველი ვადით გადაიდო. საქართველოს ნაკრებს ბელარუსებისთვის 26 მარტს უნდა ემასპინძლა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩვენც გვყავს ბიჭები რუსეთის პრემიერლიგაშიო და ის კი არ იცის, რომ მაგ კომპონენტშიც ვჯობნით. _ ჩვენ პრემიერლიგაშიც გვყავს უფრო მეტი და რუსეთის ნაკრებშიც კი გვყავს ერთი კაცი.
ტრენერი
02:29 04-06-2020
0
ჩვენ დაგისამარებთ მაგ იმედებს
irakli
09:23 04-06-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული