ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ბელარუსის ნაკრების ნახევარმცველი: თუ ქართველების გვეშინია...

AutoSharing Option
2020 წლის ევროპირველობის პლეი-ოფის ნახევარფინალში "ჯვაროსნების" მეტოქის, ბელარუსის ნაკრების 25 წლის ნახევარმცველმა პაველ სავიცკიმ, რომელიც ბრესტის "დინამოს" ღირსებას იცავს, "პრესბოლისთვის" მიცემულ ინტერვიუში თავისი გუნდის შანსები შეაფასა.

- ახლანდელი პაუზა, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის თვალსაზრისით, პლუსია თუ მინუსი?
- სიმართლე გითხრათ, ვერც კი წარმომიდგენია. ყველაფერი პირობითია. ერთი მხრივ, ჩვენი ჩემპიონატი არ შეჩერებულა. ჩვენ ვვარჯიშობდით და ვთამაშობდით. სხვებზე უკეთ უნდა ვიყოთ მზად. მეორე მხრივ, შესაძლოა, ახლა, როდესაც ყველა პაუზის შემდეგ განაახლებს სეზონს, ჩვენ დაღლილობა დაგვეტყოს. ძალიან ბევრი გარემოებაა - ვერ გამოიცნობ.

- ნებისმიერ შემთხვევაში
ქართველების ძლევა შეგვიძლია?
- რა თქმა უნდა. ეს საკმაოზე მეტად რეალურია. თუ ქართველების გვეშინია, მაშინ საერთოდ რატომ გვაქვს ევროზე გასვლის იმედი?

მარტში ჩასატარებელი კონტინენტის პირველობის პლეი-ოფები კორონავირუსის გამო გადაიდო და ჯერ უცნობია, როდის გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ