ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ცნობილია, თუ როდის გაირკვევა საქართველო-ბელარუსის მატჩის თარიღი

AutoSharing Option
ევროპული ფეხბურურთის მმართველმა ორგანომ 17 ივნისისთვის კიდევ ერთი ვიდეოკონფერენცია ჩანიშნა, რომელზეც საბოლოოდ უნდა გაირკვეს ყველა საკითხი, რომლებიც შეჩერებულ, გადადებულ თუ გაუქმებულ მატჩებსა და შეჯიბრებებს შეეხება.

ცხადია, საქმე ეხება იმ შეჯიბრებებს, რომლებიც უეფას ფარგლებში იმართება. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს ევრო 2020-ის პლეი-ოფის მატჩებია. სწორედ მომავალ ოთხშაბათს უნდა გახდეს ცნობილი, თუ როდის გამართავს საქართველო ბელარუსთან (და იმედია, კოსოვოსა და ჩრდ. მაკედონიას შორის გამარჯვებულთან) შეხვედრას.

მოგეხსენებათ, ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალური მატჩი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებ გუნდებს შორის 26 მარტს უნდა
გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ ყველაფერი შეცვალა.

განსახილველ საკითხებში ასევე შედის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის დასრულება, მომავალი სეზონის საკვალიფიკაციო და ჯგუფური ეტაპის თემები, ევრო 2020-ის მატჩების განრიგი. ასევე, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების (სხვადასხვა ასაკში) შესახებ, როგორც გოგონებისთვის, ისე ვაჟებისთვის.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ნაწილი 18-ში, ხუთშაბათს შედგება და ამ დღეს 3 საკითხს განიხილავენ: მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის კენჭისყრის პროცედურას, კლუბების დაფინანსებისა და "ფეირ პლეის" პრინციპებს, თავით თამაშის შესახებ რეკომენდაციებს.

ასევე დაგაინტერესებთ