ნახევარფინალი ფინალის შემდეგ ითამაშეს, ბერიას "დინამოს" მოგება უნდოდა, მაგრამ...

AutoSharing Option
1939 წლის საბჭოთა კავშირის თასის ფინალი ერთ-ერთი ყველაზე უცნაური აღმოჩნდა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. იმ წელს ნახევარფინალი მას შემდეგ გადაითამაშეს, როცა ფინალში გამარჯვებული გუნდი უკვე არსებობდა.

9 სექტემბერს ერთმანეთს მოსკოვის "სპარტაკი" და თბილისის "დინამო" დაუპირისპირდნენ. ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში სადავო ეპიზოდის შემდეგ გავიდა. თბილისელების კარში დარტყმულმა ბურთმა, მსაჯის აზრით, კარის ხაზი გადაკვეთა, თუმცა დინამოელები დარწმუნებულები იყვნენ, რომ შოთა შავგულიძემ ბოლო მომენტში შეძლო ბურთის მოგერიება.

მატჩის შემდეგ გატანილი გოლის გაპროტესტება დაიწყო. პროტესტს თან ახლდა ვიდეო, რომელსაც მსაჯის შეცდომა უნდა დაედასტურებინა, თუმცა ყველა
ეს "მტკიცებულება" უარყვეს.

12 სექტემბერს "სპარტაკი" ლენინგრადის "სტალინეცს" ფინალში შეხვდა და დაამარცხა კიდეც.

აქ უკვე ბერია ჩაერია. სწორედ მას მიაწერენ "დინამოსა" და "სპარტაკის" განმეორებითი მატჩის ინიციატივას. მას არ სურდა, რომ ქართული კლუბი მსაჯის შეცდომის გამო დატანჯულიყო.

30 სექტემბერს ჩაინიშნა ნახევარფინალის რემატჩი, სადაც "სპარტაკმა" "დინამოს" 3:2 სძლია. შესაბამისად, 1939 წლის თასის მფლობელებიც მოსკოველები გახდნენ.

თქვენ როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა პირველ მატჩში მსაჯი მიკერძოებული?
მკითხველის კომენტარები / 6 /
სტალინს და ბერიას, რომ ვინმე შეაქებს კიდე, რეპრესიებს რომ გავეშვათ, სპორტი ავიღოთ კიევის დინამომ ყველაფერი მოიგო ხრუშჩოვის დროს, რისი მოგებაც შეიძლებოდა და დინამომ რა მოიგო სტალინ, ბერიას დროს არც არაფერი ბიშტი,(არ მითხრა ახლა ვერცხლ, ბრინჯაოებიო) ხრუშოვმა აიღი ყირიმი და თავის უკრაინას მიუერთა და ჩვენმა ე.წ "დიდმა ქართველებმა" რა ქნეს? მოერთებას ვინ ამბობს, პირიქით ჩვენ ტერიტორიები ზოგი აზერებს, მაჩუქეს, ზოგი რუსებს და ზოგი სომხებს
2
მაგ პერიოდში მტკიცე სიტყვიერი ბრძანება იყო,ჩემპიონი თუ თასის გამარჯვებული,დედაქალაქის (სსრკ დედაქალაქის)გუნდი უნდა გამხდარიყო.თასის ფინალის გამარჯვებულიც უკვე ცნობილი იყო და რაღა აზრი ჰქონდა გადათამაშებას?ფინალს ხომ ხელმეორედ, აღარავინ გათამაშებდა.რაკი განმეორებითი მატჩი გაიმართა,ესე იგი დამტკიცდა,რომ იყო მსაჯის შეცდომა,უფრო კი არაობიექტურობა,მაგრამ ამას დინამოსათვის აღარავითარი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.
სოსო
15:46 15-06-2020
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული