ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ნახევარფინალი ფინალის შემდეგ ითამაშეს, ბერიას "დინამოს" მოგება უნდოდა, მაგრამ...

AutoSharing Option
1939 წლის საბჭოთა კავშირის თასის ფინალი ერთ-ერთი ყველაზე უცნაური აღმოჩნდა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. იმ წელს ნახევარფინალი მას შემდეგ გადაითამაშეს, როცა ფინალში გამარჯვებული გუნდი უკვე არსებობდა.

9 სექტემბერს ერთმანეთს მოსკოვის "სპარტაკი" და თბილისის "დინამო" დაუპირისპირდნენ. ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში სადავო ეპიზოდის შემდეგ გავიდა. თბილისელების კარში დარტყმულმა ბურთმა, მსაჯის აზრით, კარის ხაზი გადაკვეთა, თუმცა დინამოელები დარწმუნებულები იყვნენ, რომ შოთა შავგულიძემ ბოლო მომენტში შეძლო ბურთის მოგერიება.

მატჩის შემდეგ გატანილი გოლის გაპროტესტება დაიწყო. პროტესტს თან ახლდა ვიდეო, რომელსაც მსაჯის შეცდომა უნდა დაედასტურებინა, თუმცა ყველა
ეს "მტკიცებულება" უარყვეს.

12 სექტემბერს "სპარტაკი" ლენინგრადის "სტალინეცს" ფინალში შეხვდა და დაამარცხა კიდეც.

აქ უკვე ბერია ჩაერია. სწორედ მას მიაწერენ "დინამოსა" და "სპარტაკის" განმეორებითი მატჩის ინიციატივას. მას არ სურდა, რომ ქართული კლუბი მსაჯის შეცდომის გამო დატანჯულიყო.

30 სექტემბერს ჩაინიშნა ნახევარფინალის რემატჩი, სადაც "სპარტაკმა" "დინამოს" 3:2 სძლია. შესაბამისად, 1939 წლის თასის მფლობელებიც მოსკოველები გახდნენ.

თქვენ როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა პირველ მატჩში მსაჯი მიკერძოებული?
ასევე დაგაინტერესებთ