სომხეთის ნაკრების მწვრთნელი: საქართველო ჩვენი დონის გუნდია

AutoSharing Option
სომხეთის საფეხბურთო ნაკრების მეკარეების მწვრთნელმა რომან ბერეზოვსკიმ spbdnevnik-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და მათი ნაკრების 2022 წლის მსოფლიო თასზე მოხვედრის შანსები შეაფასა.

"სომხეთის ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, ესპანელი ხოაკინ კაპაროსი მაღალი დონის პროფესიონალი გახლავთ. სამწვრთნელო შტაბთან ერთად, რომლის წევრებსაც უმაღლესი დონის ფეხბურთი აქვთ ნათამაშები, კაპაროსი სერიოზულად მიუდგა საქმეს.

რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე სომეხი ფეხბურთელები 1-ლი ივლისიდან ლეგიონერებად აღარ ითვლებიან, ეს კი მათ მეტ სათამაშო პრაქტიკას მისცემს.

კიდევ ერთი რეზერვი გვაქვს - ესენი არიან ნაკრების ევროპელი და სამხრეთამერიკელი კანდიდატები, რომლებიც სომხეთში 5
წელია თამაშობენ,  მოქალაქეობის მიღებისა და ეროვნულ გუნდში თამაშის უფლება აქვთ.

არც ადგილობრივი პერსპექტიული ფეხბურთელები გვაკლია, მიუხედავად იმისა, რომ მათ კიდევ ბევრი აქვთ სამუშაო.

წინ კი უეფას ერთა ლიგაში გამოსვლა გველოდება. ჩემი აზრით, მოწინააღმდეგეები - ჩრდ. მაკედონია, ესტონეთი და საქართველო ჩვენი დონის გუნდები არიან. სომხეთის ნაკრებს 2022 წლის ყატარში გასამართ მსოფლიო თასზე მოსახვედრად ყველანაირი შანსი აქვს", - განაცხადა ბერეზოვსკიმ.

საქართველოსა და სომხეთის ნაკრები გუნდები ერთმანეთს ჯერ 11 ოქტომბერს ერევანში, შემდეგ კი 15 ნოემბერს თბილისში დაუპირისპირდებიან.

მკითხველის კომენტარები / 18 /
მესმის კვარა და ჩაკვე ძალიან მაგრები გვეზრდება ,მაგრამ ზურიკო მაგათზე ნაკლები არაა ნამდვილად,ის ბიჭი კიდევ მიქაუტაძე ძალიან საინტერესო ფორვარდია,ამდენ გოლს რომ სადმე იტანდა ევროპაში ქართველი მე არ გამიგია ამ ბოლო დროს.მაგარი თაობა მოდის და წინ დიდი გამარჯვებები გველოდევა ძმებო.
devkalion
01:06 01-09-2020
0
იაშკათი და ვაისით ძალიან შევრცხვებით. ამ ორი სი.რის გარეშე ერევანში კომხებს 10-დან, 10-ს მოვუგებთ.მათ ხელში კი 10-დან 15-ს წავაგებთ.
დ.დ.
16:51 07-07-2020
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული