"რა უნდა ამ ბიჭს რუსეთის ლიგაში" - "Championat-მა" კვარაცხელია სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა

AutoSharing Option
ყველაზე პოპულარულმა რუსულმა სპორტულმა პორტალმა championat.com-მა რუსეთის პრემიერლიგის 29-ე ტურის სიმბოლურ გუნდში (რომელსაც ვალერი გაზაევი ადგენს) "რუბინის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია შეიყვანა.

აი, რას წერს ცსკა-სთან ერთად ევროპა ლიგის გამარჯვებული ცნობილი რუსი სპეციალისტი ხვიჩას შესახებ:

"კვარაცხელია ახლა "რუბინის" მთავარი ფეხბურთელია. ყოველგვარი საფრთხე მისგან მოდის. დრიბლინგის საშუალებით ის სივრცეებს იქნმნის, შეტევებს წარმართავს.

"როსტოვის" წინააღდეგ ხვიჩამ მეტოქე გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს მიაღებინა ყვითელი ბარათი და საერთოდაც, ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა."

სტატიაზე არც ისე ბევრი კომენტარი იყო, ერთ-ერთი მომხმარებელი კი წერდა:

"ხვიჩა, უბრალოდ რუსეთის პრემიერლიგის დონესთან
შედარებით პარანორმალური მოვლენაა. ვუყურებ მის თამაშებს და ყბა მივარდება. საერთოდ, რა უნდ ამ ბიჭს ჩვენს ჩემპიონატში?"


მკითხველის კომენტარები / 23 /
ყველაფერი ხვიჩას ხასიათზეა დამოკიდებული.თუ რუსეთის დონე აკმაყოფილებს როგორც მაგალითად ანანიძეს ანდა ასათიანს დარჩება რუსეთში და თუ დიდი მიზნები აქვს ამას თავდაუზოგავი ვარჯიში ჭირდება.მაგალითი არსებობს კრიშტიანო რონალდუ რომელმაც ვარჯიშით რა სიმაღლეებს მიაღწია.
ასეა ეს
09:35 20-07-2020
0
არა, ახლა თლა რუსებს ნუ დააბრალებთ ყველაფერს, ჩვენი ზოგიერთი ლეგიონერი მოედანზე უკანალს რომ ვერ დაათრევს, ეგ სხვისი რა ბრალია?
ამბროსი
21:27 19-07-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული