ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ჩაკვეტაძეც თბილისშია და ქვილითაიაც - ნაკრები სრულად შეიკრიბა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის სადებიუტო მატჩებისთვის უკვე სრული შემადგენლობით ემზადება. საწვრთნელ პროცესში 1-ლი სექტემბრიდან 25 ფეხბურთელი მონაწილეობს. ხვალიდან საქართველოს ნაკრებს თბილისში ორჯერადი ვარჯიშები ექნება.

ესტონეთში გამგზავრებამდე ვლადიმირ ვაისის გუნდის საწვრთნელი პროცესი თბილისის ზღვაზე მდებარე ს.კ. "ზესტაფონის" ბაზაზეა დაგეგმილი.

4 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ტალინში ჩარტერული რეისით გაემგზავრება. ესტონეთი-საქართველოს მატჩის მასპინძელ სტადიონზე ჩვენი გუნდი ერთ ვარჯიშს ჩაატარებს. 2020/21 წლების უეფას ერთა ლიგის გათამაშების სადებიუტო შეხვედრა 5 სექტემბერს "ა ლე კოქ არენაზე", თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები:
გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი), დავით კობოური (დინამო, თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

ესტონეთთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში დაბრუნდება. უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრა 8 სექტემბერს "დინამო არენაზე", 20 საათზე გაიმართება. საქართველოს მეტოქე ჩრდილოეთი მაკედონია იქნება.

უეფას ერთა ლიგის ორივე ტურის შეხვედრის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით


ასევე დაგაინტერესებთ