ესტონელები საქართველოს ნაკრების დასამარცხებლად ემზადებიან?

AutoSharing Option
5 სექტემბერს, ერთა ლიგის მეორე გათამაშების პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესტონეთს დაუპირისპირდება. ბალტიისპირელთა გუნდმა მომავალი შეხვედრისთვის მზადება ორშაბათს ტალინში დაიწყო.

გუნდს სხვადასხვა მიზეზის გამო ოთხი ფეხბურთელი გამოაკლდა: მეკარე მარკო მეერიტსი (ნიომე), ნახევარმცველები არტურ პიკი (კუპსი, ფინეთი) და სიმ ლუტსი (პაიდე) და თავდამსხმელი ერიკ სორგა (დი სი იუნაიტედი, აშშ). აღსანიშნავია, რომ მეერიტსის "ნიომეში" 7 ფეხბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა და მთელი გუნდი კარანტინში გამოკეტეს.

ესტონელთა მწვრთნელმა კარელ ვოოლაიდმა განაცხადა, რომ მიუხედავად დანაკლისისა, ტურნირის სტარტზე გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.

ბოლო მატჩი ესტონეთმა 11 ნოემბერს ევროპირველობის
საკვალიფიკაციო ეტაპზე ამსტერდამში ნიდერლანდებთან ჩაატარა და 0:5 დამარცხდა.

ესტონეთისა და საქართველოს ეროვნული გუნდების მატჩი ტალინის "ა. ლე კოკ არენაზე" თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

რაც შეეხება ამინდს - 5 სექტემბერს, საღამოს ტალინში ტემპერატურა პლუს 14 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია მცირე წვიმა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ესტონეთი-საქართველო 0-3 1
ბათუმის დინამოს ფანი
12:09 03-09-2020
0
ჰო, ესტონეთია, მარა დაუმარცხებელი გუნდი გვყავს რომ გიკვირდეს ჩვენი დამარცხება თუ უნდათ?
იკა
11:31 03-09-2020
4

სიახლეები პოპულარული