ნიკა კვეკვესკირი: ნაკრებში იდეალური ატმოსფეროა - ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და დიდი მოლოდინი გვაქვს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მომავალი ორი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. ვარჯიშის დასრულების შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის საიტთან კომენტარი ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა გაკეთა:

"საფეხბურთო სამყაროში ძალიან დიდი იძულებითი სანაკრებო პაუზა იყო. ამ დღეს ყველა დიდხანს ველოდით. ნამდვილად იდეალური ატმოსფეროა ნაკრებში. ფეხბურთელების უმრავლესობა სხვადასხვა ქვეყანაში ვთამაშობთ და მხოლოდ დისტანციურად გვიწევდა ერთმანეთთან კონტაქტი, რაც ნამდვილად უჩვეულო იყო. ყველას ძალიან მოგვენატრა სანაკრებო გარემო და რაც მთავარია, ერთად თამაში. ერთა ლიგის პირველი გათამაშების შემდეგ სულ სხვა მოლოდინი იყო 2020 წელთან დაკავშირებით, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო ბევრი რამ
შეიცვალა. ჩვენ მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და დიდი მოლოდინი გვაქვს. დღეს ნაკრების თითოეული წევრი კარგი განწყობით არის ვარჯიშზე და ვეცდებით, რომ ეს ხასიათი თამაშზე ავსახოთ; შესაბამისად, ჩვენთვის სასურველი შედეგით დავასრულოთ უახლოესი ორი შეხვედრა.

რაც შეეხება ერთა ლიგის ახალ გათამაშებას, ეს არის ახალი ტურნირი, ახალი ციკლი შესაძლებლობების გამოსავლენად. განწყობა უცვლელია, გვსურს, რომ წარმატებისთვის ვიბრძოლოთ ამ ჯგუფშიც.

მთელ საფეხბურთო სამყაროში ბევრი სიახლეა როგორც საორგანიზაციო კუთხით, ისე შეზღუდვების მხრივ. ვერასდროს ვიფიქრებდით, რომ ცარიელ "დინამო არენაზე" მოგვიწევდა სანაკრებო თამაშის ჩატარება. ჩვენ მაყურებელს ნამდვილად განებივრებული ვყავართ, ყოველთვის ანშლაგია სანაკრებო თამაშებზე და ეს ყველაზე დიდი მოტივაციაა ფეხბურთელისთვის. უმაყურებლო ტრიბუნა უდიდესი დანაკლისი იქნება საშინაო თამაშზე. თუმცა, მიუხედავად ასეთი ვითარებისა, ვგრძნობთ გულშემატკივრის გვერდში დგომას და მხარდაჭერას. დარწმუნებული ვარ, ყველა მოუთმენლად ელოდება ნაკრების როგორც გასვლით, ასევე საშინაო თამაშებს.

ამ რეალობაში მყოფი ადამიანებისთვის ნებისმიერი სანაკრებო წარმატება, ვიცით, რომ დიდი სტიმული იქნება. ამიტომ ჩვენ მაქსიმალური შედეგისთვის უნდა ვიბრძოლოთ".

მკითხველის კომენტარები / 9 /
ისეთი ჯიგარი და ჭკვიანია ეს ბიჭი, კარიერის დასრულების მერე ნაკრების პრესსპიკერად ან თეორიულ ტრენერად დანიშნონ ნაკრებში )))))
რა მაფიაა?
03 სექტემბერი 2020 02:46
4
წარმატებები ჩვენს ბიჭებს
irakli
03 სექტემბერი 2020 08:51
0
შეუძლება ვცდები მაგრამ ამ ბიჭის ადგილი ძირითადში ნაღდად არაა, და საერთოდ ნაკრებშიც ამოწურა თავის შესაძლებლობები, რასაც ვუყურებ უკან იმდენ პასს აკეთებს რო დავთვლაც კი მიჭირს, ძააან აფერხებს და ძალიან ატორმუზებს შეტევებს, ვითომ ტექნიკის ხარჯზე , ზედმეტ მოძრაობებს აკეთებს, თან ასაკიც აღარ უწყობს ხელს, და პირლოსავით ვერ დაბრძენდება ვერც ეგ და ვერც კიდე ბევრი. არაფერი პირადული , უბრალოდ ეს ნაკრებია და როცა ვეღარ თამაშობს ფეხბურთელი , მწვრნელმა უნდა გაიბარტყუნოს ყურები ცოტა... სანამ ხალხმა შემოგაღვიძა ყვირილით...
Vasili
03 სექტემბერი 2020 10:52
12
რა ასაკზეა საუბარი? 28 წლისაა და მართლა ერთერთი ნათელი წერტილია კვეკვე ნაკრებში. მარტო უკან პასებს ხედავ? მე ძალიან ბევრი სასწაულად კარგი ჩაწოდება მახსოვს კვეკვესკირისგან და ტაქტიკურადაც ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია, თითქოს სულ სხვა ფეხბურთელზე საუბრობ. დე ლიგაში ყველაზე მეტი ზუსტი პასი და ჩაწოდება სწორედ კვეკვესკირს ქონდა სტატისტიკაზე თუ მივა ლაპარაკი.
Toko
03 სექტემბერი 2020 13:03
2
ამ ნაკრების ღერძი არის კვეკვესკირი. ვისაც ფეხბურთი ესმის ის ხედავს. მას შეუძლია გუნდის შეტევის ტემპის რეგულირება. უკონკურენტოა ამ ეტაპზე
ვაზი
03 სექტემბერი 2020 12:33
2
იქნებ ახლა გაგიმართლოთ თორე სულ მასე იწყებთ და მერე გვახსოვს როგორ აგრძელებთ
შოკირებული გულშემატკივარი
03 სექტემბერი 2020 10:28
2
არ ვიცი,შეილება ვინმე არ დამეთანხმოს მაგრამ კვეკვესკირი აღარაა ნაკრების დონე...
გულშემატკივარი
03 სექტემბერი 2020 12:27
14
კვეკვესკირის მჭერმეტყველება კარგია მისი ინტელექტისთვის,მე რიგით გულშემატკივარს მინდა გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება,რომ გაიმარჯვებთ მერე გამოდი და თუ გინდა ლექცია წამიკითხე ქართულ გრამატიკაზე პირობას გაძლევ თავიდან ბოლომდე მოგისმენ...თუ ვერ გაიმარჯვებთ მოგიწევთ გულშემატკივრის ლექციის მოსმენა..წარმატებებს გისურვებ
jano loria
03 სექტემბერი 2020 14:25
4
FIFA'-ს რეიტინგში 91 ადგილზე მყოფი ნაკრებისთვის ნამდვილად არის, კობოურისთვის და კიდე რამდენიმესთვის, საქ
ეროვმ.მაკრები 2019/20 წ, 89 დან 91 ადგილზეა,
ლაშა
03 სექტემბერი 2020 17:48
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული